საფონდო ბაზრის მიმოხილვა

12 მარტს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ რაც ინდექსი S&P500-ი ერთი სავაჭტრო სესიის განმავლობაში 9,5%-ით დავარდა. მსოფლიო პანდემიამ მოიცვა და ბიზნესოპერირება, უამრავ ბიზნეს სექტორში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეჩერდა.

ეს იყო ისტორიის მანძილზე გამორჩეულად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე ფინანსური სამყაროში, მაგრამ არა ყველაზე ცუდი დღე. რამდენიმე დღის შემდეგ, 16 მარტს, საფონდო ინდექსი დავარდა კიდევ 12%-ით. საერთო ჯამში, მარტის თვეში, 22 დღის განმავლობაში ინდექსმა S&P500-მა დაიკლო თითქმის მესამედით.

რა შეიცვალა ერთი წლის განმავლოაში? მინდა ავღნიშნო რომ, ეკონომიკური სიტუაცია არ არის კარგი, მაგრამ მოძრაობს გამოსწორების მიმართულებით.

ერთი წლის წინ ამ მოცემულობას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა ეს უბრალოდ შეუძლებელია, იმას რომ მარკეტი პანდემიის პირობებში აინაზღაურებდა მარტის თვის ვარდნას და მიაღწევდა ახალ მაღალ ნიშნულს. ამის გათვლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ.

ქვემოთ მე მოვიყვან რამოდენიმე არგუმენტს, იმისთვის რომ, ავსახო რეალუთან მიახლოებული სურათი შტატების ეკონიმიკური მდგომარეობის შესახებ.

წინა პარასკევს, 12 მარტს. გასაჯაროვდა ინფორმაცია რომ შეერთბულმა შტატებმა თებერვლის თვეში შექმნა 379,000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს კარგი ინფორმაციაა. მაგრამ მოდით დავაკვირდეთ იმ გარემოებას რომ შტატების ეკონმიკური მაჩვენელბები, ჯერ კიდევ შორს არის პანდემიამდე არსებულ სიტუაციასთან, მაგრამ სიტუაცია უკეთსობისკენ მიდის, თებერვლის მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი შეადგენს 6,2%-ს. ეს მაღალი მაჩვენებელია მაგრამ, ეს გაცილებით დაბალია 2003 წლის რეცესიის დროს, უმუშევრობის მაჩვენებელთან შედარებით.

ცუდი ინფორმაცია არის ის რომ, დეკემბრის თვეში დაიკარგა 306,000 სამუშაო ადგილი. მციე არითმეტიკა რთლი არ არის. კიდევ საინტერესო გარემოება არის ის რომ, თებერვლის თვეში 379,000 ახალად შექმნილი სამუშაო ადგილებიდან 75% მოდის ბარების და რესტორნების სექტორში დასაქმებულებზე. გამომდინარე იქიდან რომ, პანდემიური სიტუაცია უფრო და უფრო სტაბილურდება.

კომპანია Disney-იმ დაანონსა რომ ის ქვეყნის მაშტაბით გაიხსნება რამოდენიმე კვირაში.

ძალიან უხეშად რომ ვიანგარიშოთ, შტატების ეკონომიკამ დაკარგა 30 მილიონი სამუშაო ადგილი საიდანაც 75% მოდიოდა მომსახურეობის სექტორზე.მას შემდეგ შტატების ეკონიმიკამ დაასაქმა 13 მილიონი ადამიანი.

გასულ კვირას შეერთბული შტატების სენატმა დაამკიცა 1,9 ტრილიონ დოლარიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი. მე ვერ ვიქნები პოლიტიკური არბიტრი და ვერ ვიტყვი რამდენად მიზნობრივია ეს დახმარების პაკეტი მაგრამ, საფონდო ინდექსებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პოზიტიური სენტიმენტი აჩვენა და საფონდო ინდექსები აღმასვლით დაფიქსირდა.

შედეგად ეს ინფორმაცია ნეგატიურად უნდა ასახულიყო ისედაც დღეს დღეისობით არაპოპულარულ სახაზინო ობლიგაციების მარკეტზე, მაგრამ ეს ესე არ მოხდა ალბათ უნდა უმადლოდეთ იმ ფაქტს რომ დოლარი არის მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. ეს ერთი მიზეზია.

ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა მატულობს მომავალი ინფლაცის მაშვენებლებთნ მიმართებაში. შტატების ხელისუფლებამ უკვე 6 ტრილონ დოლარამდე დახმარების პაკეტი ჩაუშვა უკონომიკაში.

თებერვლის თვეში ინფლაცია გაიზარდა 0,4% ით. ეს მოლოდინს არ სცდება. გაუსლი წლის ინფლაციის წლიური მაჩვენებელი დაფისირდა %1,7-ით და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მე ასევე საინტერესოდ მიმაჩნია ინფლაციის ფუნდამენტალური მაჩვენებელი, ამ მაჩვენებლის დაანგარიშებაში არ შედის: საკვების და ენერგო რესურსების ფასების ინფლაციის მაჩვენებლები, მათი მაღალი ვოლატილურობის გამო.

თებერვლის თვეში ინფლაციის “core rate” დაფიქსირდა 0,1% იანი ზრდით და ჯამურად შეადგინა 1,3% მაშინ როდესაც წარმოიდგნეთ რომ 18 მილიონი ამერიკელი ღებულობს უმუშევრობის შემწეობას და ამას დამატებული ის დახმარების პაკეტები რომელიც ხელისუფლებამ ეკონომიკაში ჩაუშვა.

დღეს შეერთბული შტატების სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელობის შეხვედრაა ჩანიშნული. გასულ შეხვედრაზე სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა Jerome Powell მა მოურიდებლად აღნიშნა რომ, ის ელოდება ინფლაციის უფრო მაღლ მაჩვენებლებს, ჩვენ კარგად ვიცით რომ დოლარზე საპროვენტო განაკვეთი 0%-ის ტოლია. ასევე ვიცით რომ, სარეზერვო ბანკი ყოველ თვეს ყიდულობს $80 მილიარდი დოლარის მოცულობის სახაზინო ობლიგაციებს. გამომდინარე სიტუაციიდან მე არ ველოდები რომ სარეზერვო ბანკის თავკაცი დღეს რაიმე სახის ცვლილებებს დაანონსებს, მონეტარული პოლიტიკის მიმართლებით. დოლარზე საქროცენტო განაკვეთ დარჩება ისევ 0%-ის ტოლი მაგრამ, ძალიან საინტერესო იქნება მათ ეკონომიკური პროგნოზირების მოსმენა, რომელსაც დღეს და ხვალ საფონდო ინდექსებზე დიდი გავლენა ექნება, შესაბამისად უნდა ვეოდოთ მომატებულ ვოლატილურიბას.

სარეზერვო ბანკის თავკაცი ასევე ისაუბრებს მათ მიერ სახაზინო ობლიგაციების შესყიდვებთან მიმართებაში და შესაძლოა დაანონსდეს სახაზინო ობლიგაციების დოლარში შესასყიდი მოცულობის შემცირებაც. აი ამ ინფორმაციაზე უჭირავს თვალი უამრავ ინვესტორს და ჰეჯ-ფონდ მენეჯერს.
როდესაც ამგვარი ქმედება განახორციელა სარეზერვო ბანკმა, დაახლოებით 9 წლის წინ, მაშინ მარკეტმა ეს ნიუსი ძლაიან მგრძნობიარედ ასახა და დიდი ბიჯით დავარდა. ასე რომ ამ მხრივ ყურადღება არის გასამახვილებელი.

აქვე მინდა ვღნიშნო რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება ბიზნესსექტორების როტაცია, რას ნინშავს ეს ფენომენი? ეს არის კაპიტალის მიერ ბიზნეს სექტორების ინტერესის ცვლილებას, ერთ დროს პოპულარული (ცხელი ბიზნესსექტორიდან კაპიტალის გამოდინება და ცივ, შელახულ ბიზნესსექტორის აქციებში დაბანდება)

ამ ფენომენს ვაკვირდებით ამ დროისთვის, ტექნოლოგიური სექტორი დროებით განიცდის კაპიტაილის გადინებას და ეს კაპიტალი მიემართება ენერგო სექტორისკენ და საბანკო სექტორისკენ. განგრძბადობა უცნობია მაგრამ ეს ტენდენცია აშკარაა.

დააკვირდით Nasdaq ის და S&P500 კორაციას წლის განმავლობაში.

მათთვის, ვისთვისაც ბუნდოვანია კავშირი ეკონომიკასა და საფონდო ინდექსებს შორის, მინდა მარტივი მაგალითით ავხსნა ეს კორეალცია. მაგალითად ავიღოთ ყველაზე დიდი მარკეტ კაპიტალიზაციის ინდექსი S&P 500.

წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც თან ახლავს სასეირნოთ გამოყვანილი ძაღლი. ადამიანი არის ეკონომიკა და ძაღლი არის S&P500 ინდექსი.

ადამიანი (ეკონომიკა) მშვიდად მოძრაობს პარკის ბილიკზე, მეთოდურად ერთ ტემპში. პერიოდულად ანელებს სვლას და პერიოდულად უმატებს სვლას.
ძაღლი (საფონდო ბირჟა) რეაგირებას ახდენს ნებისმიერ ხმაურზე, მოძრაობს ქაოტურად. არ მისდევს საფეხმავლო ბილიკს. ადამიანს ხან ჩამორჩება ხან წინ უსწრებს. მაგრამ შედეგი ის არის რომ, ბოლო მომენტში ძაღლი (საფონდო ინდექსები) იქ მიდის სადაც მიდის ადამიანი (ეკონომიკა).


მთვარი მომენტი ის არის რომ, ინვესტიციას აკეთებ მაშინ როდესაც ძაღლი ადამიანს ჩამორჩება (ამ დროს იაფია კომპანიის აქციები და ყიდი იმ დროს როცა ძაღლი საგრძნობლად წინ უსწრებს ადამიანს ამ დროს ძვირია აქციები). ეს კორელაცია არის ყველაზე მთვარი ინვესტიციაში.

მთვარი კითხვა არის ის რომ, კი მაგრამ როგორ დვთვალოთ კომპანიის რეალური ღრებულება? და ეს არის სწორედ ინვესტიციაც.
ამიტომ საფონდო ბირჟების ქმედების ანალიტიკა მნიშვნელოვან სურათს ვერ ხატავს. მთვარი, ეკონომიკის მაჯის ჩემაა. რომელიც სწორედ ინვესტორების საქმეა.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

კომპანიის შესახებ ფინანსურ მაჩვენებლების ჩვენეულ ანალიზს აუცილებლად შემოგთავაზებთ.  

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი