დავხურეთ პოზიცია კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD)-ზე. 358% იანი მოგებით.

მოგესალმებით.

18 თებერვალს კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) - წარადგინა 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები.

მიუხედავდ იმისა რომ კომპანიის მიერ გასაჯაროებული ფინანსური მონაცემები შთამბეჭდავი იყო, ჩვენ ამ კომპანიის აქციაზე ვხურავთ პოზიციას და ეს გამოწვეულია კომპანიის მომავალ ბიზნესოპერირებიდან მიღებული ამონაგების სავარაუდო შემცირებით. ამ საკითხს განვიხილავთ ქვემოთ განყოფილებაში „ფინანსური მაჩვენებლები“.

კომპანიის მომავალთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულება ისევ პოზიტიურია, და დიდი ალბათობით კომპანია ისევ გააგრძელებს ზრდას, მაგრამ არა ისეთი ბიჯით როგორც ის აქამდე იზრდებოდა.

კომანიის ღირებულებას თუ შევაფარდებთ მისი ერთი აქციის ფასთან, ვფიქრობთ რომ ამ მომენტისთვის კომპანიის აქციის ფასი, გადამეტებულად ძვირია ვიდრე კომპანიის რეალური ღრებულება წარმოადგენს და ამ გარემოებას თან ერთვის ის ფაქტი რომ, კომპანიამ შესაძლოა მომავალში ზრდის ტემპი (ბიჯი) შეამციროს, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. ამ ფაქტორებზე ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.

კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) ის აქციები ჩვენ შევიძინეთ 2019 წლის 8 აპრილს. კომპანიის ერთ აქციაში გადავიხადეთ $196.23

22 თებერვალს, დავხურეთ პოზიცია ამ კომპანიის აქციებზე $898.70 დოლარად და დავაფიქსირეთ 358%-იანი მოგება.

2020 წლის განმავლობაში თითქმის ყოველი, ტექნოლოგიური სექტორის კომპანიის აქციის ფასი გაიზარდა. რამაც გამოიწვია სრულიად ტექნოლოგიური სექტორის ფენომეანლური აღმასვლა. რასაც ვერ ვიტყით მაგალითად S&P500 ინდექსის ქვეშ მყოფი სხვა ბიზნესსეტორების აღმასვლაზე. და ესე ესე მუდმივად არ გაგრძელდება.

მოცემული 5 წუთანი გადაცემა კარგად ასახავს იმ ფაქტს რაზეც ეხლა ვსაუბრობ. მართლია ეს მოკლე გადაცემა 2020 წლის ზაფხულში არის ჩაწერილი მაგრამ სრული სურათის დასანახად გამოდგება.

გამომდინარე აქედან ტექნოლოგიური სექტორის კომპანიები ძირითადად გადაფასებულია და მათი ქციების ფასები გაცილებით ძვირია მათ რეალურ ღირებულებასთან მიმართებაში კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) ასევე განეკუთვნება ტექნოლოგიურ ბიზნესსექტორს. და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ კომპანიის აქციის ფასიც ჩვენი გადმოსახედიდან საკმაოდ ძვირია მის რეალურ ღირებულებასთან. მოდით ავხსნათ რატომ.

 

ფინანსური მაჩვენებლები.

შემდგომი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია თუ რას საქმიანობს კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) და როგორ აგენერირებს მოგებას, თუ თქვენთვის ეს კომპანია ნოვაციას წარმოადგენს მნიშვნელოვანია უყუროთ შემდეგ ვიდეოს.

ვინაიდან უკვე გავერკვიეთ თუ რა მომსახურეობას/პროდუქტს ყიდის კომპანია, განვაგრძოთ კომპანიის ფინანსური ანალიზი.

კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) მა წარსულში, ონლაინ კონფერენციების დროს, უამრავჯერ აღნიშნა რომ: სატელევიზიო ბაზარი მისთვის უმნიშვნელოვანესი მოგების მაგენერირებელი სეგმენტი იქნებოდა, საუბარია streaming TV-ზე.

2020 წლელის მე-3 კვარტალში კომპანიამ დააგენერირა შემოსავლების 32% იანი ზრდა, ერთ შეხედვით მშვენიერი მაჩვენებელია მაგრამ, თუ დავაკვირდებით დინამიკაში, 2019 წელის მე-3 კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული. მაშინ როდესაც კომპანია Roku, Inc. (ROKU) მ იმავე პერიოდში აჩვენა შემოსავლების 73%-იანი ზრდა.

დიახ, ჩვენი გადმოსახედიდან 2020 წლის მე-3 კვარტალი იყო გარდამტეხი.

კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) მა ასევე შეზღუდა მნიშვნელოვანი ინფორმაციების გასაჯაროება. მარტივად რომ ვთქვათ, გახდა ნაკლებად ტრანსპარანტული.

დააკვირდით ამონარიდს 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებიდან.



ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო კომპანიის შესაფასებლად.

ეხლა დააკვირდით ამონარიდს 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებიდან.



კომპანია აღარ ასაჯაროებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს ბიზნეს ოპერირების შესახებ.

ასევე დააკვირდით ერთ გარემოებას. რომელიც შეეხება კომპანიის ღირებულებას.

 

კომპანიის ღირებულება

  • ამ დროსითვის კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია არის $42.6 მილიარდი (აქციების რაოდენობა * ერთ აქცის ფასზე)

Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინი კომპანიის შემოსავლებთან მიმართებაში შემდეგნაირია.

  • 2021 წლის Wall Street-ის მოლოდინი $1.12 მილიარდის ოდენობით (+34% იანი ზრდა)
  • 2022 წლის Wall Street-ის მოლოდინი $1.49 მილიარდის ოდენობით (+33% იანი ზრდა)
  • 2023 წლის Wall Street-ის მოლოდინი $1.94 მილიარდის ოდენობით (+30% იანი ზრდა)

მოდით და ჩავთვალოთ რომ: 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და 2025 წელს კომპანია დააგენერირებს შემოსავლების 30%-იან ზრდას, კომფოუნდ ინტერესით.

ანუ კიდევ 2 წლის პროგნოზი რომ დავამატოთ. მივიღებთ შემდეგ მოცემულობას.

ავიღოთ 2023 წლის სავარაუდოდ  მოსალოდნელი გენერირებული შემოსავლის ოდენობა $1.94 მილიარდი და დავთვალოთ აქედან:

$1.94 მილიარდი * 1.3^2 = $3.3 მილიარდი

ანუ კომპანია ამ ტემპით ზრდის შემთხვევაში 2025 წელს დააგენერირებს $3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალს.

თუ ავიღებთ მიმდინარე ბაზრის კაპიტალიზაციას და გავყოფთ 2025 წლის სავარაუდო შემოსავლების მოცულობაზე, მივიღებთ 13-ს

ეს ნიშნავს რომ, კომპანიის დღევანდელი ბაზრის კაპიტალიზაცია 13-ჯერ მეტია 2025 წლის სავარაუდო შემოსავლების რაოდენობაზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, მომავალი 4 წლის ბიზნესოპერირების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია, დღეს უკვე ძვირია 13-ჯერ.

რაც იმას ნიშნავს რომ, კომპანიის დღევანდელი აქციის ფასი, 13-ჯერ ძვირია 4 წლის შემდეგ კომპანიის მიერ გენერირებულ შემოსავალზე.

ეს კიდევ ერთი მიზეზია რისი გულისთვისაც ამ კომპანიის აქციები გავყიდეთ.

მარტივი შედარებისთვის.

ამ მომენტისთვის კომპანია Roku, Inc. (ROKU) აქციის ფასი, მისი 2023 წლის სავარაუდო შემოსავლებთან შეფარდებით, 12-ჯერ მეტია.

თუ ავიღებთ კომპანიის შემოსავლების პროცენტული ზრდის ტემპს 2025 წლისთვის, მივიღებთ $8 მილიარდი დოლარის მოცულობის სავარაუდო შემოსავალს 2025 წლისთვის. და თუ კომპანიის მიმდინარე ბაზრის კაპიტალიზაციას გავყოფთ 2025 წლის სავარაუდო შემოსავლის რაოდენობაზე, მივიღებთ 7,5-ს.

კომპანია Roku, Inc. (ROKU) აქციის ფასი 7,5 ჯერ მეტია მისი 2025 წლის სავარაუდო შემოსავალთან. რა თქმა უნდა ესეც არ არის იაფი ფასი, მაგრამ 40%-ით იაფია ვიდრე კომპანია The Trade Desk, Inc. (TTD) ის აქციის ფასი.

თუ კომპაია The Trade Desk, Inc. (TTD)  ის აქციის ფასი დავარდება 40%-ით მაშინ ის გაუტოლდება კომპანია Roku, Inc. (ROKU) .

სავარაუდოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე, საფონდო ინდექსებზე მომატებული ვოლატილურობა გველის და განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში.

2020 წელის მარტიდან მოყოლებული, ჩვენ ვიხილეთ, პანდემიისგან გამოწვეული საფონდო ინდექსების 35%-იანი ვარდნა, და მას შემდეგ ინდექსების აღმასვლა ძირითადად მოხდა ტექნოლოგიური სეტორის მკვეთრი აღმასვლის ხარჯზე.

შედეგად, ჩვენი ვიხილეთ საფონდო ინდექსების უსწრაფესი აღმასვლა ისტორიის მანძლზე.

იმის თქმა მინდა რომ, ტექნოლოგიური სექტორი რიგ შემთხვევებში საგრძნობლად გაძვირებულია და ეს მუდმივად ესე ვერ იქნება. ინვესტორებს და ჰეჯ ფონდ მენეჯერები ეძებენ სექტორებს რომელი სექტორების შელახულია და შედეგად იაფია. და რასაც ჩვენ თვალ ყურს ვადევნებთ საფონდო ბირჟებზე, ეს არის სექტორების როტაცია, ერთ დროს ცხელი ბიზნეს სექტორიდან კაპიტალის გამოდინება და ცივ ბიზნესსექტორში შედინება, და ეს კაპიტალის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა.
 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

კომპანიის შესახებ ფინანსურ მაჩვენებლების ჩვენეულ ანალიზს აუცილებლად შემოგთავაზებთ.  

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი