კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ის ანალიზი.

მოგესალმებით.

13 ნომებერს კომპანია DraftKings Inc. (DKNG) მა გამოაქვეყნა 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები.

მათ ვინც ჩვენს საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებენ იციან რომ, ჩვენ ვფლობთ ამ კომპანიის აქციებს ჩვენს გრძელვადიან პორტფელში. კომპანიის აქციები შევიძინეთ 2020 წლის 14 სექტემბერს. ერთ აქციაში გადავიხადეთ $41.97 ამ დროისთვის აქციის ფასი შეადგენს $42.84 და ეს ინვესტირებული კაპიტალის 2,07%-იან ზრდას შეადგენს.

სანამ კომპანიის კვარტლის მაჩვენებლების ანალიზზე გადავალთ მანამდე მინდა კომპანიის ბიზნესმოდელის შესახემ ორი სიტყვით დაგაყოვნოთ და ასევე გაცნბოთ რა ფაქტორის გამო მიიქცია ამ კომპანიამ ჩვენი ყურადღება.

კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ბიზნესმოდელი.

კომპანია განეკუთვნება ონლაინ სათამაშო ბიზნეს სექტორს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შეერთებულ შტატებში ონლაინ გემბლინგი და უფრო კონკრეტულად ონლაინ ტოტალიზატორი სადაც ხდება სპორტულ მატჩების ფსონებზე გარეგებების დადება, აკრძალული იყო. მხოლოდ რამოდენიმე შტატში იყო ეს ბიზნესი ლეგალური.

მას შემდეგ დიდი ცვლილებები განიცადა ამ მხრივ კანონმდებლობამ. COVID-19 ის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა კანონმდებლობაში ცვლილებები ამ ბიზნესი რეგულაციის შესახებ. და რამოდენიმე შტატმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ონლაინ გემბლინგი და ონლიან ტოტალიზატორების ბიზნესი ლეგალური გამხდარიყო.

ჯერ კიდევ 2019 წელს როდესაც ამ მიმართულებით აქტივობა შეინიშნებოდა. Morgan Stanley (MS) გამოაქვეყნა კვლევა რომ ამ მიმართულებით ბიზნესის საერთო შემოსავალი გადააჭარბებდა $15 მილიარდ დოლარს 2025 წლისთვის, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატების ყველა შტატი, ამ ბისნეს მიმართულებას ლეგალურს გახდიდა.

ESPN ი ამ მხრივ აქვეყნებს სტატიას, შეერთებული შტატების სათამაშო ბიზნესის რეგულაციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, სტატია იხილეთ აქ.

მნიშვნელოვანი ამონარიდი სტატიიდან.

ეს არის მიზეზი რომელიც ჩვენში აჩენს ინტერესს ამ ბიზნესსექტორით დაინტერესებისთვის. და კომპანია DraftKings Inc. (DKNG) სწორედ ამ სექტორში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა.

კომპანის ფინანსური მაჩვენებლები

როგორც აღვნიშნეთ კომპანიამ გამოაქვენა 2020 წლის მე-3 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები, მიუხედავათ იმისა რომ სპორტის ინდუსტრიაში ბევრი თამაში შეხვედრა და ორთაბრძოლა გადაიდო COVID ის გამო რაც ამ ბიზნესსექტორს ნამდვილად არ არგია. მონაცემები რომელიც გამოქვეყნდა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.

ინვესტირება კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ში ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა ბიზნესში რომელიც ჩვენი მოლოდინით უნდა აფეთქდეს და დიდი ბიჯით გაიზარდოს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ბიზნესმიმართულება შეერთებულ შტატებში ახალია და ეხლა იზრდება.

ყველაზე პოზიტიური ნიუსი იყო ის რომ, კომპანიამ 2020 წლის ჯამური და 2021 წლის ჯამური მოლოდინი (Guidance)  შემოსავლების თვალსაზრისით გაზარდა. იმასთან შედარებით რაც აქამდე იყო ნავარაუდევი. მოდით ჩავყვეთ მაჩვენებლებს.

  • Revenue: $133 მილიონი, რაც 42% ით მეტია ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $131 მილიონი. გადაჭარბება.
  • EPS (ერთ აქციის წილი მოგება) -$0,57 ანალიტიკოსების მოლოდინი იყო $-0,37 იმედგაცრუება.
  • სრული წლის შემოსავლის მოლოდინი $550 მილიონი Wall Street ს მოლოდინი $525 მილიონი. მოსალოდნელი დაგეგმილი შემოსავლის აწევა.
  • მომდევნო წლის Revenue Guidance $800 მილიონი. Walls Street ის მოლოდინი 776 მილიონი. მოლოდინის აწევა.

კომპანია DraftKings Inc. (DKNG) მა ბიზნესოპერირება დაიწყო 2012 წლსი (8 წლის კომპანიაა) დააკვირდით დიაგრამას კომპანიის მიერ დაარსების დღიდან გზადაგზა დამატებული შემოსავლის არხების და შესაბამისად აქტიური აბონენტების ზრდის დინამიკა. საინტერესო დიაგრამაა.

კომპანია არა მხოლოდ ინტერნეტ ტოტალიზატორია, არამედ იგი ონლაინკაზინოც არის. ამ დროსითვის კომპანია ოპერირებს შეერთებული შტატების მხოლოდ 7 შტატში და ამ შტატების მოსახლეობა სრულიად შტატების მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეადგენს.
კომპანიის აქიცებში ინვესტირების დიდი ოპტიმიზმის ქმნის სწორედაც რომ ამ ბიზნესს მიმართულების ლეგალიზაციის ტენდენცია.

შემდეგ დიაგრამაზე ხედავთ შტატებს სადაც ონლაინ გემბლინგ ბიზნესი ლეგალიზებული და მწვანე ვარსკვლავით შტატებს სადაც კომპანია DraftKings Inc. (DKNG) უკვე სთვაზობს თავის სერვისს მომხმარებლებს.

გავიმეორებ ამ შვიდი შტატის მოსახლეობა სადაც კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ოპერირებს მხოლოდ 12% ია შტატების სრული მოსახლეობის. აქ გავჩერდეთ და გავიაზროთ რამხელა ზრდის პოტენციალი გააჩნია ამ ბიზნეს სექტორს.

კიდევ ერთ დიაგრამას დაუკვირდით, მხოლოდ New Jersey - ის შტატში ონლაინ გემბლონგ ბიზნესი თითქმის ნახევარმილიარდ დოლარიანი ინდუსტრია და მზარდია რაც 2018 წლის შემდეგ ამ შტატში ონლაინ გემბლნგი ლეგალური გახდა ამ ექსტრაპოლაციას თუ გამოვიყენებთ მოდელად მაშინ გამოდის რომ ეს ბიზნესი გახდება თითქმის $21 მილიარდიანი ინდუსტრია.

იხ. დიაგრამა

კონკურენტული გარემო.

ამ დროსითვის მხოლოდ სამი კონკურენტი გააჩნია კომპანია რომელზეც ღირს ყირადღების მიბყრობა.

პირველი ეს არის კომპანია FanDuel-ი

დიაგრამაზე ამ კონკურენციას ხედავთ

ამ დიაგრამაზე არ ის ორი მიმართულება, პირველი მათგანი არის DFS ეს ნიშნავს daily fantasy sports. განვმარტოთ ეს მიმართულება.

მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთი: საქართველოში ცნობილია საიტები, სადაც იუზერი ადგენს ვირტუალურ გუნდს, და აკომპლექტებს ფეხბურთელების რეალური მაჩვენებლებზე დაყრდნობით და მერე ეჯიბრება სხვა იუზერს, რომელსაც ასვე ყავს ვირტუალური გუნდი. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში.

განსხვავების ტრადიციული fantasy sports. ბიზნეს მოდელისა, სადაც მოგებული ვლინდება საასპარეზო სეზონის ბოლოს. კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ის პლატფორმა მომხმარებელს აძლევს დღიური მატჩების შეჯიბრის შესაძლებლობას ანუ მოგება წაგება ყოველი დღის ბოლოს რეალიზდება მოგებულ თანხაში. და ეს მიდოგმა კომპანიას 10 სახეობის სპორტულ მიმართლებაზე აქვს დაშვებული.

ყოველი დღიური შეჯიბრის საწევრო თანხა მერყეობს $1 დან $1000 მდე. კომპანია ყოველი უზერის მიერ დაფსონილი თანხიდან იღებს % ულ სარგებელს.

შეერთებულ შტატებში დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი თამაშობს fantasy sports და ამათდან 80% თამაშობს fantasy football (საუბარია ამერიკულ ფეხბურთზე)

დიაგრამაზე ხედავთ რომ კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ი ამ მიმართუების ყველაზე რეიტინგულია.

რისკ ფაქტორები

რისკი მრავალმხრივია ამ კომპანიის მიმართ, მაგალითდ:

  1. კომპანიას ჭირდება და მომავალშიც დაჭირდება მსუყე კაპიტალდაბანდება ბაზრის წილის დაუფლებისთვის, აქ უბრძოლველად არაფერი გამოვა. აქედან გამომდინარე ჩემი მოლოდინი არის ის რომ, Cash Flow იქნება ნეგატიური, დროის განგრძობითი პერიოდის განმავლობაში
  2. ეს ბიზნესი ჯერჯერობით ლეგალური არ არის უმრავლეს შტატებში და მიუხედავად რომ ჩვენ ველოდებით რომ ეს მიმართულება სრულიად ლეგალური გახდება, ყველა შტატში აქ შეიძლება ვცდებოდეთ და ეს თუ არ მოხდა ესე, ეს იქნება კატასტროფა კომპანიისთვის.
  3. ლეგალიზაციის შემთხვევაში უმსხვილესი კაზინოებს რომლებსაც აქვთ გიგანტური მომხმარებლების ბაზა და ასევე ფლობენ სასტუმროებს, აქვთ შესაძლებლობა ამ ბიზნესში შესვლის და ისინი შესულებიც არიან. მათ აქვთ დიდი კაპიტალი. მარკეტინგული ნაბიჯის თვალსაზრისით, მსხვილმა კაზინოებმა რომ შესთვაზონ მომხმარებლებს შემდეგი პირობა: (გამოიყენე სპორტულ თამაშებზე გარიგებებისთვის ჩვენი პლარფორმა და მიიღე 1 ღამე უფასო ნომერი ჩვენს სასტუმროში, ეს ძლიერი ნაბიჯი იქნება მაგალითად კომპანია DraftKings Inc. (DKNG) ის წინააღმდეგ. და ეს შესაძლებელია ან სხვა ამდაგვარი ნაბიჯი.
  4. COVID ი მძვინვარებს და ეს არა მხოლოდ ეკონომიკას აჩერებს, არამედ ასევე აჩერებს სპორტულ ღონისძიებებს.

შეჯამება:

ჯერჯერობით ჩვენ გვიჭრავს ამ კომპანიის აქციებზე პოზიცია გრძლევადიანი პერიოდით და იმ შემთხვევაში თუ საფრთხე იმატებს , რომლეიც ჩანს მაგრამ ჯერ არ არის სუპერ აქტუალური, ჩვენც ადეკვატურად მოვიქცევით და დავხურავთ პოზიციას.

 

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი