რა სახის ანალიზი არის საჭირო, როცა ვაანალიზებთ კომპანიებს საინვესტიციოდ

საკითხავი დრო 2 წუთი

ჩვენ, ადამიანები, როგორ ვიმახსოვრებთ ციფრების კომბინაციას? მაგალითად ტელეფონის ნომრებს? ჯგუფურად? უკავშრებთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან თარიღებს? მოკლედ ყველას თვისი ხერხი აქვს ტელეფონის ნომრების დამახსოვრების. მე მაგალითდ ვიმახსოვრებ ორ ბლოკად, თითოში 3 ციფრი. მაგალითდ 569856 ამ ნომერის დამახსოვრებას შევეცდებოდი 569-856. მაგრამ ძალიან იშვიათად ან თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანს, ვინც ამ ნომერს დაიმახსოვრებს მთლიანად (დასამახსოვრებელად მისთვის მოხერხებული მეთოდის, ხრიკის გარეშე)

რატომ ხდება ესე? რატომ არ შეგვიძლია ადამინებს 6 ციფრიანი ნომრის, ერთბაშად დამახსოვრება. და ყოველთვის ვცდლობთ, დავყოთ მარტივ ნაწილებად და ისე დავიმახოსვროთ.

მიზეზი ამის ის არის რომ, ადამიანის გონებას შეუძლია სამი ან ოთხი ნაჭერი, დამოუკიდებელი ინფორმაცია დაიმახსოვროს ერთბაშად. მკვლევარებში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის შესახებ თუ რამდენი განსხვავებული ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია ადამიანს ერთბაშად. აქ საუბარია სამუშაო მახსოვრობაზე, ახალი კვლევებით ეს რაოდენობაა სამი ან ოთხი.

რათქმაუნდა ადამიანის ტვინის მახოსვრობის მოცულობა ძალიან დიდია. და სანერვიულო არ არის რომ, ტვინს დასამახსოვრებელი ადგილი არ დარჩება, მეცნერების ვარაუდით ადამიანის ტვინის შეუძლია დაიტიოს 2,5 პეტაბაიტი ინფორმაცია, წარმოდგენისთვის რა მოცულობის ინფორმაციაა ეს? წარმოიდგინეთ რომ ამ რაოდენობის ცუფრული ინფორმაცია ტოლია დაახლოებით 300 წელი რომ უყურეო ტელევიზორს გამუდმებით და ყველა ინფორმაცია დაიმახსოვრო ეს მოცულობაა სწორედ 2,5 პეტაბაით ინფორმაცია.

მაგრამ რაზეც ეხლა ვსაუბრობ ეს არ არის ტვინს მახსოვრობის მოცულობა. ეს არის სამუშაო მოცულობა, იგივე Working memory. ასევე ცნობილი როგორც მოკლე ვადიანი მახსოვრობა. ის იმახსოვრებს ინფორმაციას რომელიც, რელევანტურია და საჭიროა მოცემული დავალებების შესასრულებლად, მაგალითად სამსახურიდან გამოსვლის წინ რეკავ სახლში და მეუღლეს ეკითხები რა წამოვიღო სახლისთვის? მეუღლე გკარნახობს პროდუქტების სიას, ეს სია მას არ ახსოვს წინასწარ და იხსენებს ვითარებიდან გამომდინარე. დანარჩენი სანამ სამსახურიდან სავაჭრო ობიექტამდე მიხვალ შენი ტვინის ვალია დაიმახსოვრო ის პროდუქტები რაც მეუღლემ გთხოვა რომ წამოგეღო. აი მაგალითად მაღაზიიდან თუ კიდევ დარეკავ და იკითხავ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რაც უნდა წამოგეღო, მეუღლე იგივე რაოდენობის პროდუქტს იგივე მიმდევრობით ვერ გიკარნახებს, ანმეტი იქნება ან ნაკლები.

სამუშაო მახოსვრობის მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მარტივი დავალების შესრულებაც კი. როგორც კი იზრდება დასამახსოვრებელი ინფორმაციის რაოდენობა კლებულობს აკურატულობა.

საინვესტიციო სამყაროში, როდესაც ვაანალზებთ უამრავი სახის ინფორმაციას ამა თუ იმ კომპანიის შესახებ, იმისთვის რომ გავაკეთოთ წარმატებული ინვესტიცია უნდა გვახსოვდეს ინფორმაციული გადატვირთვის შესახებ, ამიტომ კომპანიების შეფასებითვის რამოდენიმე შაბლონური კითხვა უნდა გვქონდეს მზად და ამ კითხვებზე პასუხების მოძიებით შევძლებთ გავიაზროთ კომპანია ღირს საინვესტიციოდ თუ არა.

ჩემი გადმოსახედიდან ეს კითხვები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

  1. რამდენად გასაგებია ბიზნეს მოდელი და რამდენად მარტივია ამ ბიზნესის მართვა? (კომპლექსური ბიზნესმოდელი ხშირად აწდება ასევე კომპლექსურ პრობლემებს რომლისგანაც მენეჯმენტს თავის დაღწევა შეიძლება ძლაიან გაუჭირდეს. ცნობილი ფრაზაა: ჩვენ ვყიდულობთ ბიზნესს, რომლის მართვაც შეუძლია იდიოტსაც კი. იმიტომ რომ, ადრე თუ გვიან ამ ბიზნესის სამართავად შეიძლება მართლაც მოვიდეს იდიოტი)
     
  2. მზარდია თუ არა კომპანიის რეალიზაციის და მოგების მოცულობა კვარტლიდან კვარტლამდე და ამ ზრდის ტენდენცია შეინიშნება თუ არა გასული 5 წლის მანძილზე? 10 წლის მანძლზე? (ბიზნესის ზრდის მუდმივობა უფორ მნიშვნელოვანია ვიდრე ზრდის სიჩქარე  მოცულობა)
     
  3. აქვს თუ არა კომპანიას ძლიერი და დაცული კომპეტენტური უპირატესობა? ( კონკურენტული პროდუქტის ფასი, gross margins. კარგია თუ ახალი მოთმაშეების შესვლა ამ ბაზარზე დიდ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული. კომპანია ხომ არ აწარმოებს ადვილად კოპირაბად პროდუქტს, პატენტების რაოდენობა, და სხვა.)
     
  4. იქნება თუ არა კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში და იენება თუ არა ისევ მოგებიანი ( განსასაზღვრია გრძელვადიანი პერიოდში იქნება თუ არა მოთხოვნა კომპანიის პროდუქტზე/სერვისზე? ეს პუნქტი კვარტლიდან კვარტლამდე უნდა კონტროლდებოდეს აქ მნიშვნელოვანია "მოხარშე ბაყაყის სინდრომი" რომელიზეც ადრე ვისაუბრეთ სტატია იხილეთ აქ.)
     
  5. რამდენად ეფექტურია მენეჯმენტი, რამდენად კარგად უძღვება ბიზნესის ოპერირებას? ( ამ კუთხით ეფექტურობის საზომი უამრავი კოეფიციენტი შეიძლება განიხილებოდეს, მაგ: კაპიტალის დასაქმება. ROE ((return on equity)). კრედიტით გაყიდული საქონლის/მომსარხურეობის თანხის ამოღების კოეფიციენტი. კონკურენტებთან მიმართებაში ეფექტური ნაბიჯები. Inventory turnover.)
     
  6. მუდმივად საჭროებს თუ არა კომპანია ბიზნესოპერირებისთვის CAPEX-სს (კომპანია რომელიც მუდმივად საჭიროებს CAPEX-ს, თითქოს მუდმივად დგას სარბენ ბილიკზე, რაც არ არის კარგის მიმანიშნებელი. აუცილებლად გაუჭირდება კონკურენტებთან რაც შესაძლოა ბაზრის წილის დაკარგვის და შემდგომ კი ბიზნესიდან გასვლის საწინდარი გახდეს)
     
  7. რამდენად მიზანშეწონილია აქციის ფასი, კოპანიის შემოსავლებისა და მოგებასთან შეფარდებაში. რამდენად ახლოს არის აქციის ფასი, მის რეალურ ღირებულებასთან. იდეალურია თუ რაღაც მიზეზის გამო, აქციის ფასი ნაკლები იქნება მის რეალურ ღრებულებასთან. ეს არის margin of safety (ამაზე მოგვიენით დავწერ) ( კარგი ბიზნესის ყიდვა ძვირ ფასად ეს ასევე კატასტროფა შეიძლება იყოს. ფასი არის ის რასაც იხდი და ღირებულება არის ის რასაც ღებულობ შენს მიერ გადახდილ ფასად. რაც უფორ ნაკლებ ფასს იხდი, მით იაფად ყიდულობ ღირებულს. ეს არის სწორედ "იაფი"-ს და "ძვირი"-ის განმარტებაც. ფასი ძვირია თუ ის მის ღრებულებას აღემატება და ფასი იაფაი თუ ის მის ღირებულებაზე ნაკლებია)

ეს ის კითხვებია რომელიც ამომწურავ პასუხებს გაგაცემინებთ კითხვაზე ღირს თუ არა ამა თუ იმ კომპანიის აქციებში ინვესტიციის განხორცილელება. მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით დარწმუნებული იყავით რომ, თქვენს მიერ გაკეთბული კომპანიების სელექცია და ამ კომპანიებში კაპიტალის ინვესტრება ძალიან კარგ შედეგებამდე მიგიყვანთ.

 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი