კომპნანია Roku, Inc. (ROKU) 2020Q1 ფინანსური მაჩნევენბების წარდგენამდე მცირე ანალიზი.

მოგესალემებით.

კომპანია Roku, Inc. (ROKU) 7 მაისს აქვეყნებს, 2020 წლის პირველი კვარტლის ფინასნურ მაჩვენებლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვარტალია ნებისმიერი კომპანიისთვის, გამომდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. მიზეზი: სრულიად გაჩერებული ეკონომიკური აქტივობები და კარანტინში მყოფი მსოფლიო.

მაგრამ სანამ ეს მაჩვენებლები საჯარო გახდება, მანამდე მინდა მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ თუ რას შეიძლება ველოდოთ ამ კომპანიის 2020 წლის პირველი კვარტლის ბიზნესაქტივობიდან.

ეს საინტერესოა ვინაიდან, ის პირები ვინც თვალ ყურს ადევნებთ ჩვენს საინვესტიციო პორტფელს, კარგად იციან რომ, ჩვენ ვფლობთ ამ კომპანიის აქციებს. Jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში. და ამ ინვესტიციაში ვაგენერირებთ ამ დროისთვის 224.46%-იან მოგებას. კომპანიის აქციები შევიძინეთ 21/11/2017-ში და ერთ აქციაში გადავიხადეთ $38.45 ამ დროსითვის კი, ერთი აქციის ფასი შეადგენს $124.83-ს.

მაშ ასე. მცირე ანალიზი, სანამ კომპანია გაასაჯაროებს 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს.

რამოდენიმე არხიდან მიღებული ანალიტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ქვემოთ გაგიზიარებთ, ნათლად ჩანს რომ SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება) ეს ბაზარი საგრძნობლად მზარდია და მითუმეტეს COVD-19 პანდემიის გამო, მსოფლიო კარანტინის პირობებში, ზრდის ტემპმა კიდევ უფრო იმატა. ერთ შეხედვით ეს გასაგებიც არის, მსოფლიო მოსახლეობა სახლში ზის. მაგრამ ზრდის ტემპი გასაკვირად შთამბეჭდავია.

ბიზნესმოდელი

კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს ბიზესმოდელი ესეთა:  ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს და აირჩვს რას უყუროს და როდის.

სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები, გაჩაღებულ საომარ ვითარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ბაზრის წილის გადანაწილებისთვის. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯების გაწევით. Netflix. Amazon Prime Video. Hulu. იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple TV, Google თავისი YouTube-ით, Disney, და სხვა უამრავი.

აქვე იკითხავთ ალბათ?: თუ ეს ბიზნესმიმართულება და ბაზარი ესეთი გადატვირთულია და გაჯერებული სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? და ეს კითხვა ლეგიტიმურია.

როდესაც ვაანალიზებთ კომპანია ROKU-ს, ჩვენ არ გვაინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის და იქნება ჰაბი, სახლი, ყველა დანარჩენი კონტენტ პროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტ პროვაიდერის პროდუქტი, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე. წამოიდგინეთ სახლი სადაც ყველა ეს მსხვილი ტელე პროგრამების და კონტენტების მწარმოებელი ბიზნესი ცხოვრობს. აი ეს არის Roku, Inc. (ROKU)

ROKU მხოლოდ თავის Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე და არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი რომელი მწამოებლის მიერ არის შექმნილი. და მან თავისი მომხმარებელი ზედმიწევნით კარგდ იცის, იცის მისი ინტერესის სფერო, იცის გეოგრაფიული არეალი, სწორედ ისე როგორფ Facebook-მა იცის თავის ნებისმიერი მომხმარებელი. და შესაბამისად ROKU სატელევიზიო რეკლამის ყველაზე კარგი გამყიდველია. მისი შემოსავლების საკმაოდ მსუყე ნაწილი, სწორედ სატელევიზიო რეკლამებზე მოდის. 

აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის რომ, კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows-ი პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. და ეს ესეც არის უკვე. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. და ეს არის უპირატესობა.

ჩვენ მიგვაჩნია რომ SVOD ბიზნესის ტრენდი მზარდია და ზრდა კიდევ უფრო გიგანტური ქინება ახლო მომავალში.

რაც შეეხება საკაბელო და სატელიტურ ტელევიზიებს, მათი მზე ჩამავალია. დიაგრამაზე ხედავთ მონაცემებს თუ წლიდან წლამდე რამდენი ოჯახი აღარ იხდის საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის სააბონენტო გადასახადებს, სად მიდის ეს მომხმარებელი? ნუთუ ტელევიზორს საეთოდ აღარ უყურებენ?. არა ისინი ამ სერვისს ანაცვლებენ სწორედ Roku, Inc. (ROKU)-ს პლარფორმით.

კომპანია ამაყად ამბობს რომ, ყველა ის მომხმარებელი რომელმაც გადაწყვიტა ჩაანაცვლოს საკაბელო და სატელიტური ტელევიზია, 50% ROKU-ს მომხმარებელი ხდება.

ამ მომანაცემს მეორე ბოლოდან თუ შევხედავთ, ნათელი ხდება ასევე რომ, შტატების ტერიტორიაზე საკაბელო და სატელიტური სატელევიზიო სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა აშკარა კლების ტენდენციით გამოირჩევა.

მნიშვნეოვანი ინფორმაცია ამ დიაგრამაში კიდევ ის არის რომ, შეერთებული შტატების ოჯახების 75% ჯერ კიდევ საკაბელო და სატელიტური ტელევიზიის მომხმარებელია. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს სამომხმარებლო ბაზრის ზრდა უდიდესია. და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

გავიმეორებ კომპანია Roku, Inc. (ROKU) იყვანს მინიმუმ 50% იმ მომხმარებლებისა, რომლებიც ტოვებენ საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სერვისით სარგებლობას. 2019 წლის ბოლოს (იხ. დიაგრამაზე) მოსახლეობის 75% ჯერ კიდევ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიის მომხმარებელია. წარმოდიგინეთ ამ 75% ოჯახების 50% ზე მეტი პოტენციური მომხმარებელია კომპანია Roku, Inc. (ROKU).

მონაცემები.

მოდით ელხა შევხედოთ იმ მონაცემებს რომელიც საჯაროვდება სხვადასხვა ანალიტიკური კომპანიების მიერ. და შემდეგ გავაანალიზოთ მონაცემები.

  • www.zoura.com ეს არის ანალიტიკური ბიზნეს პორტალი რომელიც ეხმარება ახალბედა ეგრეთ წოდებულ (startup) კომპანიებს განავითარონ ბიზნესი და შექმნან მომგებიანი ბიზნესმოდელი.

აქვეყნებს მონაცემებს , ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ მხოლოდ ინტერნეტ ვიდეო ნაკადის მონაცემებზე. ფასიანი აბონენტების რაოდენობა, ინტერნეტით ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება SVOD-ზე, გაზრდილია 2020 წლის მხოლოდ მარტის თვეში 7-ჯერ. შედარებით 2019 სრული წელთან. ეს უდნა გავიმეორო! ერთ თვეში აბონენტების რაოდენიბა გაიზარდა 7-ჯერ წინა, 2019 წლის 12-ივე თვესთან შედარებით. აქ პაუზა გააკეთეთ და დაუკვირდით ამ მონაცემებს.

  • შემდეგ გადავიდეთ კომპანია Fastly, Inc. (FSLY) ( აქვე მინდა ავღნიშნოთ რომ,  კომპანია Fastly, Inc. (FSLY) -ის აქციებსაც ვფლობთ jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში და ამ პოზიციაზე ვიგებთ 20.15%-ს მოყოლებული 2020 წლის 31 მარტიდან.) კომპანია Fastly, Inc. (FSLY) – აქვეყნებს ასევე მნიშვნელოვანეს ინფორმაციას. დააკვირდით დიაგრამას.

დიაგრამაზე ხედავთ ინდუსტრიების მიხედვით წამში საშუალოდ ინტერნეტ ტრაფიკის ზის მონაცემებს. ცისფერი ჰისტოგრამა აჩვენებს პროცენტულ ცვლილებას კვირებს შორის დიაპაზონი: 6-12 იანვრის კვირიდან, თებერვლის 10-16 კვირამდე. ხოლო წითელი ჰისტოგრამა აჩვენებს, თებერვლის 10-16 კვირიდან, 23-29 მარტის ჩათვლით კვირამდე. (COVD-19 პანდემიის პერიოდია). ინტერნეტ ტრაფიკზე საგრძნობლად გაზრდილი მოთხოვნა სახეზე გვაქვს.  ეს ინფორმაცია ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა კომპანია Pinterest, Inc. (PINS) - ისთვისაც, რომლელი კომპანიის აქციებსაც ასევე ვფლობთ jdinvestment-ის გრძელვადიან პორტფელში. კომპანიამ გასულ კვირას დაანონსა თვიური აბონენტთა უპრეცენდენტო ზრდა. ამ კომპანიის ანალიზს ცოტახანში შემოგთავაზებთ.

2020 წლის მარტის თვის პირველს სამ კვირაში, სრულიან შტატების მაშტაბით ინტერნეტ TV-ის სტრიმინგის მოცულობა წუთებში. მარტივად რომ ვთქვათ ინტერნეტ ტელევიზიის პროგრამების და გადაცემების ყურება/წუთი დაფიქსირდა 400 მილიარდი წუთი, რაც 85% ით მეტია ვიდრე 2019 წლის მარტის თვის პირველი სამი კვირის მაჩვენებელზე. ეს კომპანია Nielsen analysis-მა წარმოადგინა (ეს არის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მედია მონიტორინგს ახორციელებს მსოფლიოს მაშტაბით. ის მოიცავს როგორც სოციალურ მედიას, ასევე სატელევიზიო და ბეჭდურ მედიას)

დააკვირდით შემდეგ დიაგრამას, რომელიც ასევე საკმაოდ ინფორმატიულია.

დიაგრამაზე ჩანს არა მხოლოდ კვირების განმავლობაში ინტერნეტ TV პრორმების, შოუების და გადაცემების ყურება/წუთი. არამედ რომელმა კონტენტპროვეიდერმა რა მოცულობის ყურება/წუთი დააგენერირა თავის პლატფორმაზე.

დააკვირდით HULU (მწვანე მართკუდხედი) და Others (შავი მართკუდხედი) ეს ორი განყოფილება მოიცავს Disney+ საც და სხვა კონტეტნ პროვაიდერებს გარდა აქ ჩამოთვლილისა. ჯამურად  HULU და Others გაზრდილია 9 მარტის კვირიდან 16 მარტის კვირამდე 38% იდან 41% ამდე (ეს ერთი კვირის მონაცემია მხოლოდ).

ასევე აღსანიშანვია რომ, ყურება/წუთი არა მხოლოდ ერთჯერადად გაიზარდა, მისი ტრენდი არის მზარდი. საუბარი მაქვს ამ ორი კატეგორიაზე ჯამურად.
როგორც ავღნიშნეთ Others მოიცავს Disney+ ტელევიზიასაც. ამ მხრივ როგორც ვიცით Disney+ის მომხმარებლმება ბოლო 5 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს პლატფერმა კომერციულად გაეშვა, აიყვანა 50 მილიონის მომხმარებელი. როგორც კომპანიის მენეჯმენტი იუწყება 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი მიაღწევს 90-100 მილიონ მომხმარებელს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, კომპანია  Roku, Inc. (ROKU)-სთვის? მარტივი მიზეზის გამო. ROKU-ს პლატფორმით შესაძლებელია ამ კონტეტნ პროვაიდერების პროდუქტების ნახვა როგორც ავღნიშნეთ ზემოთ, ROKU არის ჰაბი, სახლი, თითქმის ყველა სატელევიზიო კონტენტის მწარმოებლისთვის.

კიდევ ერთ მონაცემს დაუკვირდეთ. კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს მომხმარებლების საშუალო ზრდა:
ბოლო 90 დღის საშალო ზრდა +45%
ბოლო 30 დღის საშუალო ზრდა +56%
ბოლო 7 დღს საშუაო ზრდა +87%

ანალიტიკა.

Roku, Inc. (ROKU)- არის პლატფორმა. პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც სატელევიზიო კონტენტების შოუების და გადაცემების მიწოდებას ახდენს მომხმარებლებთან და ეს კომპანია ამ სფეროში ლიდერია შეერთბული შტატების ტერიტორიაზე.

ეს არის პლატფორმა და მისი პოზიციონირება გასაღების ბაზარზე, იძლევა თამაშის წესების კარნახის საშუალებას.

ასევე ცნობილია რომ, შტატების ტერიტორიაზე ყოველი 3 რეალიზებული ტელევიზორიდან 1 არის ROKU-ს ოპერატიული სისტემით აღჭურვილი ტელევიზორი. გარდა ამისა კომპანია Roku, Inc. (ROKU) რეალიზებას ახდენს თვისი მიმღების, საკმაოდ დიდი მოცულობებით.

კომპანია Roku, Inc. (ROKU) ს ოპერატიული სისტემით ტელევიზორების აღჭურვა ხდება მწარმოებლების მიერ, ტელევიზორის გამოშვებისთნავე (ძრითდად Smart TV) ასევე ცნობილია ის მწარმოებლები რომლების მუშაობენ Roku, Inc. (ROKU)-სთან.

 

* TCL

* Sharp

* Hisense

* Philips

* Sanyo

* Element

* JVC

* onn / Walmart

* RCA

* Hitachi

* Magnavox

* Westinghouse

კვლევის შედეგდ კომპანია TCL ის ტელევიზორები გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების მაშტაბით. კომპანია Westinghouse ი რომელიც თანამშრომლობდა Amazon თან. გააუქმა ხელშეკრულება და გადმოერთო ROKU სთან.

აქვე უნდა ვთქვათ რომ კომპანია Roku, Inc. (ROKU)-მ ახლახანს დაიწყო დიდი ბრიტანეთის ბაზრის დაბყრობა. დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი, Hisense ის ფირმის  ტელევიზორებია.

კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს ოპერატიული სისტემა აგენერირებს მოგებას სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებიდან.

პირველი: კომპანია აგენერირებს მოგებას ნებისმიერი სარეკლამო რგოლიდან რომელიც გადის ამა თუ იმ გადაცემის, შოუს სარეკლამო ტიხრის დროს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კონტენტის მწარმოებელი თუ მფლობელის გადაცემას უყურებთ. Hulu, Sling, Tubi, Pluto. და სხვა უამრავი გარდა YouTube ის ვიდეოებისა.

ასევე კომპანია აგენერირებს მოგებას მაშნაც, როდესაც რომელიმე კონტენტ პროვაიდერი იყვანს ახალ აბონენტს გარდა (Netflix-ისა) Hulu, Sling, და რა თქმა უნდა Disney+ გარდა ამისა კომპანია აგენერიებს მოგებას მაშინ როცა თვითონ იყვანს მომხმარებელს თავისი არხების მეშვეობით 2019 წლის მე-4 კვარტალში მხოლოდ ესეთი მომხმარებელი იყო 56 მილიონი.
დიახ კომპანიას ხელში უჭირავს სატელევიზიო სარეკლამო სივრცის გასაღები და სააბონენტო მომხმარებლების დიდი წილი. და ეს ბაზარი ძალიან მზარდია.

რას უნდა ველოდოთ 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებისგან? შეგახსენებთ რომ კომპანია 2 მაისს წარადგებს 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს.

JDinvestment-ის მოსაზრება.


ჩვენი გადმოსახედიდან კომპანიის მომავალი ნათელია, ვფიქრობთ რომ, ამ კომპანიის აქციები გრძელვადიან პერიოდში შესანიშავი საინვესტიციო შესაძლებლობაა. მოკლე ვადაში რას იზამს კომპანია არ ვიცით და არც არის სანერვიულო, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში კომპანია დიდი ალბათობით გაახარებს აქციის მფლობელების გულს.

ჩვენ ამ კომპანიის აქციები შევიძნეთ 2017 წლის 21 ნოემბერს $38,45-ად და მას შემდეგ ინვესტიცია აგენერირებს 224,66%-იან მოგებას. დიახ ეს შთმბეჭდავი ზრდა არის ამ პერიოდისთვის.

 

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

მადლობა რომ გვკითხულობთ

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი