კომპანიები, რომელთა აქცეიბიც საგრძნობი ფასდაკალებით შეგიძლიათ შეიძნოთ!

მოგესლამებით.

მას შემდეგ რაც მსოფლიო მოიცვა COVD-19 ვირუსმა და სრულად მოახდინა მსოფლიო ეკონიმიკის გაჩერება. ეს აისახა როგორც სრულიად მსოფლიოს მოსახლიეობის ქცევაზე, ასევე კომპანიებზე და შესაბამისად ეკონომიკაზე და სახელდობრ საფონდო ინდექსებზე.

მოყოლებული თებერვლის შუა რიცხვებიდან, საფონდო ინდექსები და კონკრეტულად შტატების საფონდო ინდექსებმა უპრეცენდენტო ვარდნა განიცადეს. და უპრეცენდენტობას ქმნის ის ფაქტი რომ, ინდექსები დროის ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან დიდი ბიჯით დავარდა.

აქვე მინდა განვმარტო რომ, როდესაც ინდექსები ვარდება, მაგალითად: ინდექსი S&P500-ი, ეს ნიშნავს რომ, ამ ინდექსის ქვეშ მყოფი კომპანიის აქციების ფასები ვარდება/კლებულობს. ვინაიდან ინდექსი S&P500 ის პორტფელში გაერთიანებულია 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციები და მათ თითოეულის მარკეტკაპიტალიზაცია აღემატება $7 მილიარდ დოლარს.

მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც უყურებთ S&P500 ინდექსის დიაგრამას, თქვენ უყურებთ 500 მსხვილი ამერიკული კომპანიის აქციების ფასების ერთობლივ, შეჯამებულ მოძრაობას. და თუ გადავიყვანთ ყველა იმ კომპანიის აქცეიბის ფასს დოლარში, მივიღებთ დაახლოებით $28 ტრილიონ დოლარს. მოკლედ როდესაც უყურებთ S&P500 ინდექსის დიაგრამას, უყურებთ როგორ მოძრაობს $28 ტრილიონი დოლარი აღმა-დაღმა. ანუ როგორ კლებულობს და როგორ მატულობს ფასში.

მას შემდეგ რაც ინდექსებმა დიდი ბიჯით კლება დაიწყეს, რაც ნიშნავს რომ კომპანიის აქცებმა დაიწყეს ვარდნა. ჩემი და საერთოდ ინვესტორის საშიანო დავალებას წარმოადგენს ამ დროს, Watch list-ის შექმნა. სადაც შეყავთ ხარისხიანი, ფინანსურად მყარი კომპანიის აქციები, თვალყურის სადევნებლად, რომლემა კომპანიებმაც ამ კრიზისის შედეგად განიცადეს აქცეიბის ფასის საგრძნობი კლება/ვარდნა. მიზანი არის ის რომ, გაიაფებული ხარსიხიანი კომპანიის აქცეიბი შევიძინოთ იაფად. იმ გათვლით რომ, როდესაც გადაივლის შტორმი ეს აქციები და ეს კომპანიები განაგრძობენ თვიანთ ბიზნესოპერირებას და მერე ამ კომპანიის აქცეიბს არავინ დაგითმობთ იმ ფასად რა ფასადაც ეხლა არის შესალებელი შეძენა.

მეც მაქვს ესეთ Watch list-ი. რომელშიც მოთვსბულია რამოდენიმე კომპანიის აქცია და რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან იაფია თვის ღრებულებასთნ შედარებით.

ისმის კითხვა? როგორ მოვძებნოთ კომპანია რომელიც იაფია მის ღირებულებასთან შედარებით? მე გაგიზიარებთ იდეას, მე როგორ ვეძებ ესეთ კომპანიებს. პირველ რიგში ჩემთვის და ალბათ საღი აზრიც ამას კარნახობს რომ, ფინანსურად ჯანმრთელი კომპანია არის ის, რომელიც სავარაუდოდ უფრო მედგარი იქნება ესეთი კრიზისების გაძლებისთვის. ეს არის კომპანიები რომლებსაც თავის საბანკო ანგარიშებზე უფრო მეტი თანხა აქვს, ვიდრე ვალდებულებები. ვიანიდან კირიზის დროს, როცა ვალდებულებების გადახდაზე მიდგება საკითხი ესეთ კომპანიები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე (საბანკო ვალდებულებების აღება) ხელეწიფებათ გაუმკავდნენ პრობლემებს. და გაცილებით ნაკლები შანსია მათ გაბანკროტების, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანალოგი რომ გავავლოთ ოჯახო რომელისაც ბეღელში ბევრი ხორბალი აქვს უფრო გაძლებს კრიზისების პერიოდში ვოდრე ის ოჯახი ვისაც არ აქვს და სესხება მოუწევს. ეს მარტივი გასაგებია. ეხლა როგორ მოვძებნოთ ესეთ კომპანიები?

პირველ რიგში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უნდა მოვძებნოთ კომპანიაბი ვისაც ქონება მეტი აქვს ვიდრე ვალდებულებები და რამდენჯერაც მეტი ქონება აქვს ვალდებულებებზე მით მედგარია კომპანია.

არსებობს ესეთი ფინანსური კოეფიციენტი Quick Ratio  რომელიც გამოითველება შემდეგნაირად.


სადაც: C = ნაღდი ქეში.

             MS = ის რას სწრაფად კონვერტირდება ქეშზე, მაგ: (ფასიანი ქაღალდები აქციები ბონდები)

             AR = თანხის მოცულობა რომელიც მისაღაბი აქვს კომპანიას, კონსიგნაციით რეალიზებული საქონლის შედეგად.

             CL = მიმდინარე ვალდებულებები.

რაც უფრო დიდი ციფრია Quick Ratio მიშნავს იმდენჯერ მეტი სწრაფად რეალიზებადი ქონება აქვს კომპანიას ვიდრე ვალდებულებები გააჩნია მაგალითად 1 ნიშნავს რომ 2 ჯერ მეტი ქონება აქვს ვიდრე ვალდებილება. ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს კომპანიის ლიკვიდურობას.

იმისთვის რომ მოვძებნოთ ჯანსაღი კომპანიები პირველ რიგში უნდა  გავფილტროთ ამ მაჩვენებლით. მაგალითდ ფილტრში მოითითოთ Quick Ratio > 1 ზე და ძიება ამოგვიყრის კომპანიებს რომელიც ამ მაჩვენებელს აკმაყოფილებს. ქვემოთ გთვაზობთ ერთ ერთ საიტს სადაც შეგიძლიათ კომპანიები დაფილტროთ უამრავი კოეფიციენტებით.

სურათზე ხედავთ საიტს www.finviz.com და ამ საიტზე მე შევქმენი ფილტრი და გავფილტრე მხოლოდ ის კომპანიები რომელიც ივაჭრება შეერთბული შტატების საფონდო ბირჟაზე. ფილტრი შევქმენი რამოდენიმე პარამეტრით და პირველი არის სწორედ Quick Ratio > 2 ხედავთ წითლ მართკუდედში და მიუთითე რომ, ეს პარამეტრი მეტი იყოს 2-ზე ეს ნიშნავს რომ სისტემამ გამიფილტროს კომპანიები რომელთა ქონება 2 ჯერ მეტია მათ ვალდებულებებზე და მეორე პარამეტრი რომელიც მიუთითე ეს არის Sales Growth Qtr over Qrt რაც ნიშნავს კვარტლიდან კვარტლამდე კომპანიის პროდუქტის თუ მომსახურეობის რეალიზაციის ზრდას მინიმუმ 30% ით.
ამ პარამეტრით მივიღე ჯამში 29 კომპანია. ეს ნიშნავს რომ ამ ცხრილში არის კომპანიები რომლებიც კვარტლიდან კვარტლამდე რეალიზაციის მოცულობას ზრდიდნენ 30% ით და მათი ქონება 2  ჯერ მეტია მათ ვალდებულებებზე.
ეს ნამდვილად ნიშვს რო  ეს კომპანიები ფინანსურად საღი და ჯანსაღ კომპანიებია. და ეს კომპანიები ადვილად გაუძლებენ ფინანსური პრობლემებს და ეკონომიკურ რეცესიას.

როგორც ზემოთ ავღნიშნე მეც მაქვს ჩემი Watch list ი სადაც მაქვს ყველა ის კომპანია რომელზეც ვფიქრობ რომ ღირს ინვესტიციის ჩადება სწორ დროს.

ჩემს Watch list-ში დაფილტრული კომპანიებს აქვთ Quick Ratio > 0,5 ზე მეტი. ამის მიზეზი შემდეგია:
ზედა ფორმულიდან ეს კოეფიციენტი მოიაზრებს კონსიგნაციით რეალიზებული საქონლის ჩათვლას დოვლათში, ჩემი დაშვებით კრიზისის დროს რომ ვერ მოახერხოს კომპანიამ კონსიგნაციით რეალიზებული საქნოლოს 100% ამოღება. ამიტომ ვვარაუდობ რომ კონსიგნაციით რეალიზებული საწონლის 50% ით რომ ამოიღოს მაინც შემძლე იყოს გაუმკლავდეს რეცესიის პერიოდს ისე რომ დამატებითი ფინანსური დახმარება არ მოიძიოს.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემს Watch list ს რომელიც. და დარწმუნებული ვარ როცა ეს ფინანსური და ეკონომიკური დუხჭირი ცხოვრება გადაივლის ამ აქციებს არავინ დაგითმობთ იმ ფასში რა ფასიც ეხლა ამ აქციებს აქვთ.

მოცემულ სლაიდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია თუ კონკრეტულმა კომპანიამ წლის დასაწყისიდან რამდენით დაიკლო ფასში. როგორც ხდავთ წითელი ფერის კვადრატებით მონიშნულია კომპანიები რომლეთ აქციის ფასებმა დაიკლეს 50% ზე მეტად.

ამ დროისთვის სულ ეს იყო.

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი. 

მადლობა რომ გვკითხულობთ


 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი