ROKU.Inc. კომპანიის აქციის ფასის 240% იანი ზრდა.

მოგესალმებით.

დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს.

მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია რომელზედაც დღეს მინდა გესაუბროთ.

ეს არის კომპანია ROKU. Inc. საფონდო ბირჟაზე მისი სავაჭრო თიკერია ROKU.

პირველ რიგში მინდა ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი. რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია და რას სთავაზობს იგი თავის მომხმარებლებს. და რატომ მიმიმაჩნია რომ, ის თავის ბიზნეს საქმიანობაში უალტერნატივო ლიდერია და ჩემი ვარადუით ამ ლიდერობას მომავალშიც შეინარჩუნებს. შემდეგ მარტივად მიმოვიხილავ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს. რომელიც კომპანიამ წარადგინა 7 აგვისტოს და შევეცდები დაგანახოთ კომპანიის ზრდის უსაზღვროდ დიდი პოტენციალი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სანამ კომპანიის ბიზნესმოდელს ავხსნი იმისთვის რომ, უკეთ გავიგოთ თუ რას სთავაზობს კომპანია თავის მომხმარებლებს, მანამდე მინდა მოვიყვანო მაგალითი:

ჩვენ ყველამ ვიცით რას საქმიანობს კომპანია Facebook-ი. მომხმარებლის თვალიდან თუ ვიმსჯელებთ. კომპანია Facebook-ი არის უდიდესი სოციალური ქსელი. მაგრამ თუ შევხედავთ ამ კომპანიას როგორც ბიზნესს და დავაკვირდებით როგორ აგენერირებს Facebook-ი მოგებას. მარტივად ვიტყვით რომ, ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეკლამის გამყიდველი მანქანა მსოფლიოში. Facebook-ი სთავაზობს თავის მომხმარებლებს, Facebook პლატფორმაზე ნებისმიერი სახის რეკლამის განთვსებას, ის აკავშირებს რეკლამის დამკვეთს და მომხმარებელს ერთმანეთთან. კომპანიამ უამარავი რამ იცის თითოეულ მომხმარებელზე და შესაბამისად რეკლამის განმათავსებლებისთვის ეს ძალიან ღირებული ინფორმაციაა. როგორც რეკლამის განმათავსებელს, თქვენ შეგიძლიათ, თქვენი კომპანიის რეკლამის მნახველთა აუდიტორია თვითნ განსაზღვროთ. სქესის, ასაკობრივი შუალედის, ინტერესების, რეგიონალური არეალის, სოციალური სტატუსის და სხვა უამრავი ფილტრების გამოყენებით. ეს მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ზუსტ, მიზნობრივი აუდიტორიასთან მიიტანოთ თქვენი რეკლამა. შედეგად რეკლამის ეფექტურობა საგრძნობლად იზრდება.

მაგალითად: თუ თქვენ ავტომობილების საბურავების რეალიზაციით ხართ დაკავებული და განათავსებთ საბურავების რეკლამას Facebook-ის გვერდზე და სწორად შეარჩევთ მიზნობრივ აუდიტორიას, თქვენს რეკლამას ვერასოდეს ვერ ნახავს პენსიონერი ქალბატონი რომელსაც საერთოდ არ ყავს ავტომობილი და მისი ინტერესის სფერო არ სცდება მედიცინას. მაგრამ სამაგიეროდ ეს ქალბატონი ნახავს რეკლამებს, რომელიც ეხება სამედიციო სფეროს. აი ამის საშუალებას იძლევა Facebook-ი. ესე აგენერირებს Facebook მილიარდობით დოლარის ოდენობით მოგებას.

ეხლა წარმოიდგინეთ ეს მოდელი სატელევიზიო სივრცეში. სატელევიზიო რეკლამები უზომოდ არააკურატულია, ყველა ჩვენთაგანი უყურებთ შოუებს, სხვადასხვა გადაცემებს. და ვხედავთ სარეკლამო როლიკებს გადაცემების მიმდინარეობის დროს, რომლებსაც ინტერესის მხრივ არანაირი შეხება არ ააქვთ მაყურებელთან. დღეს ერთსა და იმავე გადაცემის ყურების დროს, ყველა მაყურებელი, გადაცემებს შორის სარეკლამო ჭრაში უყურებს ერთსა და იმავე რეკლამას, იმის მიუხედავად ეს რეკლამა მათთვის წარმოადგენს ინტერესს თუ არა. მაგალითად: საბურავების მწარმოებელი კომპანიის რეკლამას უყურებს ადამიანი ვისაც ყავს ავტომობილი და ისიც, ვისაც საერთოდ არ ყავს ავტომობილი.

სწორედ აქ ერთვება თამაშში, კომპანია ROKU.

ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. სანამ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებს ჩაუღრმავდებოდეთ, მანამდე ორის სიტყვაში ავხსნი თუ რა კომპანიაზე ვსაუბრობთ და რატომ ვფიქრობთ რომ, ის არის და იქნება მომავალშიც ტელევიზიის Facebook-ი. ბანალური შედარებაა მაგრამ, მე ამ კომპანიას ესე ვხედავ.


კომპანია ROKU-ს ბიზნესმოდელი.

ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video On Demand ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება). ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს და აირჩვს რას უყუროს და როდის.

სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები, გაჩაღებულ საომარ ვითარებაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ბაზრის წილის გადანაწილებისთვის. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯების გაწევით. Netflix. Amazon Prime Video. Hulu. იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple TV, Google თავისი YouTube-ით, Disney, და სხვა უამრავი.

აქვე იკითხავთ ალბათ?: თუ ეს ბიზნესმიმართულება და ბაზარი ესეთი გადატვირთულია და გაჯერებული სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? და ეს კითხვა ლეგიტიმურია.

როდესაც ვაანალიზებთ ROKU-ს, ჩვენ არ გვაინტერესებს ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. J კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის იქნება ჰაბი, სახლი ყველა დანარჩენი კონტენტ პროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების პროდუქტები, კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე. წამოიდგინეთ სახლი სადაც ყველა ეს მსხვილი ტელე პროგრამების და კონტენტების მწარმოებელი ბიზნესი ცხოვრობს.

ROKU მხოლოდ თავის Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე და არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი რომელი მწამოებლის მიერ არის შექმნილი. და მან თვისი მომხმარებელი ზედმიწევნით კარგდ იცის, იცის მისი ინტერესის სფერო, იცის გეოგრაფიული არეალი, სწორედ ისე როგორფ Facebook-მა იცის თავის ნებისმიერი მომხმარებელი. და შესაბამისად ROKU სატელევიზიო რეკლამის ყველაზე კარგი გამყიდველია. მისი შემოსავლების 85%-ი  სწორედ სატელევიზიო რეკლამებზე მოდის.  როგორც Facebook-ზე შეგიძლიათ სარეკლამო რგოლის მომზადება და განთავსება სწორედ ისე შეგიძლიათ ROKU- პლატფორმის მეშვეობით უკვე სატელევიზიო სარეკლამო როლიკის დაგეგმვა და განთვსება. სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი. და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე.

აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows-ი პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. და ეს არის უპირატესობა.

ფინანსური მაჩვენებლები

2019 ლწის 7 აგვისტოს კომპანიამ წარადგინა 2019 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. მაჩვენებლები უბრალოდ კარგი არ იყო. ის იყო შესანიშნავი.

მივყვეთ ამ ინფორმაიციის ანალიზს.

7 აგვისტოს მაჩვენებლების წარდგეის დროს კომპანიამ სხვა უამრავ მნიშვნელოვან მონაცემებთან ერთად გაასაჯაროვა ჩემი აზრით ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემები.

სურათზე ხედავთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სტრიმინგ, TV პლატფორმის პენეტრაციას მომხმარებლებში. სლაიდზე კარგად ჩანს ROKU-ს TV პლატფორმის რაოდენობის ზრდა. 2019 წლის მე-2 კვარტალში (წითელი ვერტიკალური ხაზი)  ROKU-ს პლატფორმით აღჭურვილი ტელევიზორები შეადგენს 46 მილიონს. წლის ბოლოსთვის ეს მჩვენებელი სავარაუდოა რომ მიაღწევს 52 მილიონ მომხმარებელს. დიაგრამაზეც ჩანს როგორ სწრაფად და დიდი ბიჯით იზრდება ROKU ს მომხმარებელთა რაოდენოობა. როცა სხვა კომპანიების მომხმარებლები თითქმის არ იზდებიან.
ROKU უკვე არის ნომერ 1 TV Streaming პლატფორმა შტატების ტერიტორიაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ამ კომპანიის აქციების მფლობელებისთვის.

შემოსავლები:

კომპანიამ 7 აგვისტოს დაადეკლარილა შემოსავლები $250 მილიონის ოდენობით. მოლოდინი იყო $223 მილიონი სახეზე გვაქვს საგრძნობი გადაჭარბება. ეს მაჩვენელები 59% იანს ზრდას შეადგენს 2018 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. ეს შთამბედავი ზრდაა ერთ წელიწადში.

 

მოგება:

EPS (ერთი აქციის წილი მოგება) კომპანიამ დაადეკლარილა $-0,08 ცენტის ოდენობით მოლოდინი იყო $-0,22 დიახ მოგება ნეგატიურია მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ კომპანია მზარდია და ბიზნესოპერირებისთვის უმარავ კაპიტალს მოიხმარს. ეს ვითარება ამ სახის კომპანიებისთვის არ არის გასაკვირი. ვინაიდან ეს კომპანია ახალი კომპანიაა.

ROKU-ს პლატფორმაზე აქტიური ექაუნთების რაოდენობამ მიაღწია 30,5 მილიონს გასულ კვარტალთან შედარებით 1,4 მილიონიანი მატებაა.
ROKU-ს პლატფორმით ყურებადი ტელეკონტენტის საათობრივი მაჩვენებელი გაზრდილია 0,5 მილიარდი საათით. პირველ კვარტალტან შედარებით და შეადგინა 9,4 მილიარდი საათი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა მომხმარელის მიერ ჯამურად ROKU-ს პლატფორმით ნაყურები გადაცემების და ვიდეო კონტენტების საათობრივმა მაჩვენებელმა მე-2 კვარტალში შეადგინა 9,4 მილიარდი საათი.  ეს მაჩვენებელი 72%-ით მეტია 2018 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. კამათის გარეშე, ეს შთამბეჭდავი ზრდაა ერთ წელიწადში.

ერთი მომხმარებლის მიერ გენერირებული შემოსავალი (APRU- Average Revenue Per User) შეადგინა $21,06 პირველი კვარტალთან შედარებით 2,00 დოლარით გაზრდილია.

ROKU TV პენეტრაცია.

მინდა შემოგთვაზოთ,  ვფიქრობ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვან მონაცემი. შეერთბული შტატების ტერიტორიაზე რეალიზებული 3 ტელევიზორიდან ერთი არის აღჭურვილი ROKU-ს ოპერაციული სისტემით. ეს რაც შეეხება ახალ ტელევიზორებს. მაგრამ კომპანია ასევე ყიდის ROKU-ს რისივერებს რომლის ინტეგრირება ადვილად შესაძლებელია ნებისმიერ ტელევიზორზე. ამ მონაცემებიდან გამომგინარე საჯაროვდება კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შტატების ტერიტორიაზე როკუს ოპერაციული სისტემით აღჭურვილი ტელევიზორების რაოდენობა შეადგენს ბაზრის 40%-ს. ROKU ფლობს ინტერნეტ ტელევიზიის 40% იან ბაზრის წილს. წარმოიდგონეთ რა რაოდენობის მომხმარებელი ყავს ROKU-ს პლატფორმას და რა რაოდენობის მონაცემებთან ააქვს შეხება კომპანიას. და ეს მონაცემები ძალიან ღირებულია სატელევიზიო სარეკლამო ინდუსტრიაში.

საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების დასასრულის დასაწყისი დაწყებულია. მომავალი ინტერნეტ ტელევიზიას ეკუთვნის. მონაცემებს თუ შევხედავთ ტელერეკლამებში დახარჯული თანხის მოცულობა შტატების ტერიტორიაზე შეადგენს წელიწადში დაახლოებით $200 მილიარდ დოლარს და ეს ციფრი მზარდია.

დიაგრამაზე ხედავთ წლების მიხედვით ტელერეკლამებზე დახარჯული თანხების მოცულობას.

ეხლა დააკვირდით მეორე დიაგამას.

 გიაგრამაზე ხედავთ საკაბელო ტელევიზიების პენეტრაცია შტატების ტერიტორიაზე. (არა ინტერნეტ ტელევიზიის) და დაიგრამზე ნათლად ჩანს, რომ საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლები წლიდან წლამდე მცირდება

აქ შევყოვნდეთ ცოტა ხნით და დავფიქრდეთ. ეს ნამდვილად ხომ არ ნიშნავს რომ ადამიანები აღარ უყურებენ ტელევიზორს? და სატელევიზიო გადაცემებს?. პირიქით ვიდეოკონტენტების ყურება/საათი დრამატულად იზრდება. ეს ნიშნავს რომ საკაბელო მომხმარებლები მცირდება და გადადიან ინტერნეტ ტელევიზიის მოხმარებაზე.

Statista აქვეყნებს ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს წლების განმავლობაში მომხმარებლების მიერ შეწყვეტილი სააბონენტო მომსახურეობები საკაბელო ტელევიზიებისთვის.

დააკვირდით წლების განმავლობაში რამდენი მომხმარებელი გადადის ინტერნეტტელევიზიის მოხმარებაზე. და არ ააქვს მნიშვნელობა რომელი ინტერნეტ TV სერვისზე ხდება გადართვა. შეგახსენებთ რომ ნებისიერი ინტერნეტ ტელევიზიის სერვისი ROKU-ს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია. ამიტომ არ გვაინტერესებს ჩვენ კონტენტპროვაიდერების და ტელეგადაცემების მწარმოებელი კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება. ROKU ამ ტრანსფომრაიცის შედეგად ყველა ვარიანტში მომგებიან პოზიციაში იქნება. ეს კიდევ ერთ-ერთი მთვარი მიზეზია რატომ არის ღირებული საინვესტიციოდ ეს კომპანია და სწორედ ამიტომ ვფლობთ ამ კომპანიის აქციებს გრძელვადიან პერიოდში.

შემდეგი დიაგრამა რომელიც ასევე Statista_ს მიერ არის მომზადებული ასევე საინტერესო ინფორმაციას იძლევა.

როგორც ხედავთ ადამიანები წლიდან წლამდე უფრო მეტ ვიდეოკონტენტს უყურებენ და ეს არი არის საკაბელო ტელევიზიების მონაცემები. აქ მხოლოდ ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებელთა მონაცემებია აღებული. წლების მიხედვით. კვირის საშვალო მაჩვენებლები.

მომდევნო სლაიდზე ხედავთ ასევე მნიშვნელოვან მონაცემებს ვიდეო ნაკადის მოთხვნით ყურება ანუ იგივე SVOD მიმართულებამ შტატებსი ტერიტორიაზე გადააჭარბა საკაბელო ტელევიზიების რაოდენობას

ეხლა ეს მაჩვენებელი წარმოიდგინეთ პერსპექტოვაში, როცა უფორ და უფორ მეტი მომხმარებელი გაწყვიტავს უთირთობას საკაბელო ტელევიზიებთან და გადაერთვება ინტერნეტ ტელევიზიაზე. როგორ გაზრდის ამ მომხმარებლების მიგრაცია ROKU-ს პლატფორმის შემოსავლებს. ეს დასაფირებელი საკითხია.

მოდით კიდევ შორს წავიდეთ და წარმოვიდიგნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ყოველივე რაც ზემოთ ვისაუბრეთ მხოლოდ შეერთებული შტატების სატელევიზო ბაზარს ეხებოდა ყველა მონაცემი მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე გენერირებული მონაცემი იყო.

გავზარდოთ კომპანიის სამოქმედო არეალი და წარმოვიდგინოთ ეს ბიზნეს მოდელი მსოფილოს მაშტაბით. და შევხედოთ ისევ ამ სლაიდს

 რომელიც ზემოთ უკვე გავაშუქეთ ამ სლაიდზე ხედავთ რომ ROKU პლატფორმის მომხმარებელი შტატების ტერიტორიაზე 2019 წლის ბოლოს იქნება 52 მილიონი მომხმარებელი.

ეხლა დააკვირდით ამ სლაიდს

ეს არის მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა წლების მიხედვით და 2019 წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ მსოფლიოში ინქება 536 მილიონი მომხმარებელი 2021  წლისთვის კი ეს მაჩვენებელი მიაღწევს 650 მილიონს.

აქვე მინდა ავღნიშნო რომ კომპანია ROKU-მ უკვე  დაიწყო შტატების ტერიტორიის საზღვრებს გარეთ გასვლა და შეაღწია ბრაზილიაში.

დიაგრამაზე ხედავთ ლათინური ამირიკის ქვეყნებში ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებლების რაოდენობას.

ეხლა დააკვირდით შემდეგ სალიდს, სლაიდზე ხედავთ კონკრეტულად ბრაზილიის ბაზარზე საკაბელო ტელევიზიების მომხმარებლების კლების ტენდენციას.

სლაიდზე ჩანს რომ საკაბელო ტელევიზიის აბონენტები რაოდენომაბ პიკს მიაღწია 2016 წელს. მწვანე ვერტიკალირი ბოძიკი. მას მერე ბრაზილიაში საკაბელო ტელევიზიის მომხმარებლების კლება გვაქვს სახეზე. ეს კლება ავტომატურად გადადის ინტერნეტ ტელევიზიის მომხმარებლების ზრდაში. და აქაც ROKU- თვის შესაძლებლობებს აუცილებლად წამოაჩენს.

შემდეგ სლაიდზი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. და ეს მნიშვნელოვანია.

სლაიდზე ხედავთ ქვეყნებს ინტერნეტ ტელევიზიის მოსახლეობაში პენეტრაციის პროცენტულ მაჩვენებლებს და ბრაზილიაში ამ მხრივ შეღწევადობა მხოლოდ 11%-ია. როგორც ხედავთ ეს ბაზარი ძლაიან მშიერია. ზრდის უზარმაზარი პოტენციალით.

შეჯამება:

მე შევეცადე თქვენთვის მომეწოდებინა უახლესი დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ და დამენახებინა კომპანიის ღირებულება. ეს არის კომპანია რომელიც ჩემი თვალთახედივთ და მისი ბინესოპერირების, და ფუნდამენტალური მონაცემების ანალიზის შედეგად ვთვლი რომ, ამ კომპანიის აქციებიც ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს. ზემოთქმული ანალიზიდან და იქიდან რაც აქამდე ამ კომპანიის შესახებ www.jdinvestment.ge საიტზე მე გამისაჯაროებია. გადავწყვიტეთ ამ კომპნაიის აქციების შეძენა და ჯერ არც ვაპირებთ პოზიციის დახურვას, ვინაიდან ამ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ზრდის უზარმაზარი პოტენციალი.

დღეისათვის სულ ეს იყო. შემოგვიერთდით საიტზე www.jdinvestment.ge და გამოიწერეთ სიახლეები.

 

 

 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი