კომპანია ROKU-ს ბიზნესანალიტიკა.

საკითხავ/გასააზრებელი დრო 9 წუთი.

მოგესლამებით.

8 აგვისტოს კომპანია Roku, Inc. (ROKU)-მ გამოავეყნა 2018 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები.

კომპანიამ სამივე მონაცემით სიურპრიზი გაუკეთა ინვესტორებს და ანალიტიკოსებს. კომპანიამ გაასაჯაროვა მოსალოდნელ შემოსავლებზე უკეთესი მაჩვენებლები. ასევე გადააჭარბა მოგების მაჩვენებლებმა მოსალოდნელს. და მომდევნო კვარტლის სავარაუდო მოგების მოლოდინიც აწია. მაჩვენებლების გამოცხადებისთანავე, სავაჭრო სისიის დასრულების შემდეგ აქციის ფასი $47-დან $56-ზე ავარდა. და 9 მარტის დილას ამ ნიშნულიდან დაიწყო ვაჭრობა და მას მერე უკანმოუხედავად აღმასვლას განაგრძობს. ამ დროისთვის აქციის ფასი $63,26 დოლარია.

ამ კომპანიის შესახებ ჩვენ გვისაუბრია და ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომპანია Roku, Inc. (ROKU)-ს აქციები ჩვენ შევიძნეთ 2017 წლის 21 ნოემბერს $38.45- ად და ამ დროისთვის ეს პოზიცია, ჩვენს პორტფელში აგენერირებს 64,53%-იან მოგებას.

ჩვენი გარიგებების ისტორია და პორტფელი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სანამ გამჟღავნებული ფინანსური მაჩვენებლებს ჩაუღრმავდებოდეთ, მანამდე ორის სიტყვაში ავხსნი თუ რა კომპანიაზე ვსაუბრობთ და რატომ ვფიქრობთ რომ ის არის და იქნება მომავალშიც ტელევიზიის Facebook-ი. ბანალური შედარებაა, მაგრამ მე ამ კომპანიას ესე ვხედავ.

რას წარმოადგენს კომპანია Roku, Inc. (ROKU)

უმრავლესობისთვის შესაძლოა ცნობილია რომ, ROKU არის ტექნოლოგიური კომპანია თავისი Hardware და Software სერვის/მოწყობილობით.

ჩვენი მიზანია დავინახოთ კომპანიის ის უპირატესობები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და რომლებიც ალბათ მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება. სწორედ ესეთ, რამოდენიმე მარგალიტს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ტელევიზიების მომავალი იყურება SVOD (Streaming Video on demand) ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება. ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს რას უყუროს და როდის. სხვადასხვა SVOD კონტენტების მწარმოებელი კომპანიები გაჩაღებულ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ყიდულობენ კონტენტებს. ყიდულობენ მომხმარებლებს, სხვადასხვა მარკეტინგული ხარჯის გაწევით, Netflix, Amazon Prime Video და Hulu. იბრძვიან ერთმანეთთან, ვინაიდან ისინი მიჩნეულნი არიან ამ მიმართულების ლიდერებად. შემდეგ მოდის Apple, Google თავისი YouTube-თი, Disney, და სხვა უამრავი.

აქვე იკითხავთ ალბათ: თუ ეს ბიზნესმიმართულება ესეთი გადატვირთულია სხვადასხვა მსხვილი და საკმაოდ ცნობილი მოთამაშეებით, მაშინ რა მომხიბვლელობა აქვს კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) - ს? ეს კითხვა ლეგიტიმურია. 

ჩვენ არ გვაინტერესებს ამ კომპანიების ურთიერთ დაპირისპირება, კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არცერთი მათგანის კონკურენტად არ მოიაზრება. კომპანია რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ იქნება ჰაბი, სახლი ყველა დანარჩენი კონტენტპროვაიდერისთვის. ამ მიმართულებით ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ მნიშვნელობას: ნებისმიერი ზემოხსენებული კონტენტპროვაიდერების, პროდუქტების კუთვნილი თუ ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით. ხელმისაწვდომია ROKU-ს პლატფორმაზე.

ROKU მხოლოდ ახდენს თავისი პლატფორმის მეშვეობით სატელევიზიო კონტენტების დისტრიბუციას მომხმარებლამდე, სწორედ ეს არის მისი ბიზნესმოდელი. და ამ მხრივ ის უბადლოა შტატების ტერიტორიაზე

აქ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ კომპანიას აქვს ამბიცია იყოს სატელევიზიო სივრცეში როგორც ოპერატიული სისტემა, მაგალითდ როგორიც არის Windows პერსონალური კომპიუტერისთვის, როგორც Android-ია მობილური ტელეფონისთვის. ისეთივე ოპერატიული სისტემა იყოს ROKU ტელევიზიისთვის. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

თუ კომპანიას გავზომავთ აბონენტების რაოდენობით რომელიც შეადგენს 22 მილიონს აქტიურ მომხმარებელს, ის ოდნავ ჩამოუვარდება ამ მხრივ ისეთ გიგანტ კომპანიებს როგორიცაა Comcast-ი 22.5 მილიონი მომხმარებლით და AT&T 25,4 მილიონი მომხმარებლით.

და სავარაუდოდ კომპანია მომდევნო კვარტალში გადაასწრებს Comcast-ს ამ მაჩვენებელში. ვინაიდან კომპანია ROKU-ს მომხმარებლების რაოდენობა გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი როდესაც Comcast-ის და AT&T კომპანიის მომხმარებლები არ გაზრდილან, პირიქით.

დიაგრამაზე ხედავთ SVOD (Streaming Video on demand) ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება. დაგეგმილ შემოსავლების ზრდას 2020 წლისთვის. ეს მაჩვენებელი ამბობს რომ მომხმარებლების რაოდენობა ჯერ კიდევ მზარდია.

რაც შეეხება შტატებში ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურების პენეტრაციას ეს მრუდი ესე გამოიყურება და ამნიშნებელია იმის რომ პენეტრაცია household-ში 2022 წლისთვის ინება  მხოლოდ 29%-ი.

ეს ორი დიაგრამა ურთობლიობაში იუწყება იმას, რომ მარკეტი ამ მხრივ ძალიან მშიერია და ჯერჯერობით მწვანე ველის საზღვარი არ ჩანს.

SVOD (ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება.) ეს ინდუსტრია ბუმს განიცდის ამ დროს.

The Facebook of TV

რითი გავს კომპანია ROKU, კომპანია FACEBOOK-ს? სანამ შედარებას დავიწყებდე მანამდე მინდა ავღნიშნო რომ, ჩემი შეხედულებით Facebook-ის ბიზნესი არ არის სოციალური ქსელი, ის არის რეკლამის გამყიდველი უზარმაზარი მანქანა. რომელიც ამას ახდენს თავის სოციალურ ქსელში.

Facebook-ის ბიზნესმოდელი დამოკიდებულია იმ მომხმარებლების დეტალურ მონაცემებზე რომლებიც ამ ქსელში არიან გაწევრიანებულნი. და თვითონ ქმნიან მონაცემთა იმ  ბაზას რომელსაც კომპანია იყენებს ზუსტი, მიზნობირივი რეკლამისთვის. Facebook-მა იცის ზედმიწევნით ყველაფერი მისი წევრების შესახებ. რაც ხელსაყრელს ქმნის რეკლამა მიეწოდოს ზუსტ, საჭირო მომხმარებელს და არა გლბალურად ყველას. Facebook-ი არის მონაცემთა უმდიდრესი ბაზა მსოფლიოში და ეს მონაცემები არის ძალიან ღირებული მიმდინარე ვითარებაში და გახდება ბევრად ღირებული მომავალში.

ძალიან საინტერესო ანალიზი არის ქვემოთ ვიდეოში განხილული.

ეს რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დიდ მნიშვნელობას.

მეორეს მხრივ სატელევიზიო რეკლამები უზომოდ არააკურატულია, ყველა ჩვენთაგანი უყურებთ შოუებს, სხვადასხვა გადაცემებს. და ვხედავთ სარეკლამო როლიკებს გადაცემების მიმდინარეობის დროს რომლებსაც არანაირი შეხება არ ააქვთ მაყურებელთან. მაგალითად: სატელევიზიო შოუს მაყურებელი, გადაცემებს შორის უყურებს საბურავების რეკლამას, რომელსაც საერთოდ არ ყავს ავტომობილი. ესეთ შემთხვევები უამრავია. ჩვენ უყურებთ რეკლამებს რომლებსაც საერთოდ შეხება არ ააქვთ ჩვენთან.

კომპანია Roku Inc (NASDAQ:ROKU) რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამას ყველაფერს შეცვლის.

ეს არის კომპანია 22 მილიონიანი აქტიური მომხმარებლებით. (და ეს მაჩვენებელი იზრდება წლიდან წლამდე დაახლოებით 50%-ით) ამ კომპანიამ მოახერხა ის, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბიზნესი გადააქცია და დაამსგავსა Facebook-ის მსგავს სარეკლამო მანქანას.

აქვე აღსანიშნავია რომ Facebook-ის გან განსხვავებით ადამიანების. მომხმარებლების მიერ ტელე ეკრანთან დახარjული დრო იზომება საათობით და არა წუთობით როგორც ეს Facebook-ის შემთხვევაშია.

ფაქტია რომ კომპანიამ დაანონსა რომ მომხმარებლები 5,5 მილიარდი საათი დაჰყვეს ტელევიზორის ეკრანთან. ეს მაჩვენებელი გაზრდილია 57% ით.

ეს ნიშნავს რომ დღეში ერთი აქტიური მომხმარებელი ხარჯავს 2,8 საათს ტელევიზორის ეკრანთან.
ამ მხრვ საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს  www.socialmediatoday.com 2017 წლიდან მოყოლებული:

  • Facebook-ის მომხმარებლები პლატფორმაზე ხარჯავენ საშვალოდ 35 წუთს, შტატებში დაახლოებით 50 წუთამდე.
  • YouTube-ს მომხმარებლები ატარებენ 40 წუთს პლატფორმასთან დღის განმავლობაში.
  • ROKU-ს შემთხვევაში მომხმარებელი ტელე ეკრანთან ატარებს 2,8 საათს ერთი დღის განმავლობაში.

დიახ Facebook ის და YouTube-ს მომხმარებლების მიერ ყურება/საათი. ჯამური მოცულობა ნახევარიც არ არის ROKU-ს მომხმარებლების მიერ გენერირებული მონაცემების.

რათქმა უნდა. ერთი საათი გატარებული Facebook ზე და ერთი საათი გატარებული ROKU-ზე ეს ერთი და იგივე არ არის, მაგრამ კომპანია ქმნის ინფორმაციის ბაზას. თავისი მომხმარებლებისგან და ეს მომაცემები ძალიან მნიშვნეოვანია.

მაგრამ როგორ გავს ეს კომპანია ბიზნესმოდელით Facebook-ს?

შეგახსენებთ რომ შტატებში რეალიზებული 10 ტელევიზორიდან 7 ტელევიზორი ინტეგრირებულია ROKU-ს Hardware და Software სერვის/მოწყობილობით. აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია არ არის ტელეკონტენტების და გადაცემების შემქმნელი. ის უბრალოდ კონტენტპროვაიდერების დისტრიბუტორია მომხმარებლამდე. და არა მარტო სატელევიზიო კონტენტების, არამედ ROKU-ს პლატფორმით შესაძლებელია Amazon Prime show-ს ნახვაც და YouTube-არხების ნახვაც.

ყოველი წუთი ROKU-ს პლატფორმით აღჭურვილ ტელევიზორთან, ყოველი შერჩული ვიდეო კონტენტი, ყოველი აპლიკაცია რომელიც მომხმარებელმა გააქტიურა. ყოველი YouTube რეკლამა, რომელიც მომხმარებელმა გამოტოვა, ან უყურა ბოლომდე. ყოველი Amazon Prime show რომელიც შეიძინა მომხმარებელმა პლასტიკური ბარათით.

ROKU ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ მონაცემებს აკვირდება აგროვებს და სწავლობს. ამ მხრივ კომპანაის გააჩნია უზარმაზარი მონაცემები იმისთვის რომ რეკლამები მიაწოდოს მიზნობრივად მომხმარებლებს. ეს იმას ნიშნავს რომ ორი, სხვადასხვა სახლში მყოფი მომხმარებელი სხვადასხვა პროდუქტის და სერვისის რეკლამას იხილავს ტელევიზორში. რეკლამები იქნება პერსონალიზირებილი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ეს მაგონებს მხოლოდ ორ კომპანია რომელბმაც სარეკლამი ბიზნესი მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით შესთავაზეს მსოფლიოს. ეს კომპანიები არიან Facebook -ი და GOOGLE-ი. ამ სახის კომპანიების რიცხვს ემატება ROKU-ც

ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის დროს კომპანიამ დაანონსა რომ მათ გაუშვეს მობილური და ვებ ვერსია ფილმების არხისთვის. ეს ხელმისაწვდომი იქნება უველა იმ მომხმარებლისთვის ვისაც აქვს ROKU-ს ანგარიში.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბიზნესის თვასაზრისით.

დაუკვირდით ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. კომპანია ROKU -ს ბიზნესმოდელი აგებულია ინტერნეტტელევიზიის მომხმარებლებზე. კომპანია AT&T -ს ყავს საკაბელო ტელევიზიის 25 მილიონამდე აქტიუირ მომხმარებელი. მეგა მედია შერწყმა AT&T სა და Time Warner-შორის რომელიც მოხდა 2018 წლის მარტში ეს ორი კომპანია ქმნის კონტენტებს. ასევე Comcast-ის და Disney-აპირეენს შეიძინონ Fox-ი.

ვინაიდან სატელევიზიო ბისნესის მომავალი ინტერნეტქსელზე იქნება დამოკიდებული და აუცილებლად იქნება SVOD (Streaming Video on demand) ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება. მოდლეზე აგებული. ამ მედია გიგანტების გაერთიანებით შექმნილი პროდუქტებისთვის/კონტენტებისთვის ROKU შესანიშნავი ჰაბი იქნება.

რეკლემის დამკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქსელი, პლატფორმა, სადაც მომხმარებლების ზრდა ფიქსირდება კვარტლიდან კვარტლამდე და დღის ჭრილში ყურება/საათი მაჩვენებელი ძალიან მაღალია. და პლატფორმა რომელშიც ყველა კონტენტი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი. ამ შესაძლებლობას იძლევა კომპანია ROKU.

ფინანსური მაჩვენებლები.

  • 2018 წლის მე-2 კვარტლის შემოსავალი $156.8 მილიონი (გაზრდილია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 57% ით) მოსალოდნელი იყო $141.5 მილიონი და ამ მოლოდინს საგრძნობლად გადააჭრბა.
  • EPS ერთ აქციის წილი მოგება დაფიქსირდა $0.01 (მოსალოდნელი იყო -0,15 წაგება) აქაც სურპრიზი მოუწყო Wall Street-ისთვის
  • შემოსავლების მოლოდინი გაზარდა $166 მილიონიდან $172 მილიონამდე. ამ მაჩვენებლების წარდგენის შემდეგ კომპანიის აქცია ავარდა 13% ით ერთ ღამეში.
  • ასევე აქტიური ანგარიშების ზრდა ფიქსირდება 46%ით და მიაღწია 22 მილიონიან აქტიური აბონენტების რაოდენობას.
  • ყურება/საათი კვარტალში შეადგინა 5,5 მილიარდი საათი. ასევე გაზრდილია 57% ით გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით
  • ARPU საშვალო შემოსავალი ერთი მომხმარებლიდან გაზრდილია 48%-ით გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. და შეადგენს $16,60 დოლარს
  • პლატფორმიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია 106%-ით და შეასგენს $75,1 მილიონს.

 

როგორც ხედავთ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლები შთამბეჭდავია ისევე როგორც ბიზნეს მოდელი. ჩემი თვალთახედვით კომპანიას კიდევ გააჩნია ზრდის უზარმაზარი პოტენციალი. სწორედ ძ~ზემოხსენებული ანალიზის საფუძველზე შევიძნეთ ამ კომპანიის აქციები და ამ დროისთვის, ეს პოზიცია ჩვენს პორტფელში აგენერირებს 64%-იან მოგებას.

მომავალშიც განვაგრძობთ ამ კომპანიის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციების მოწოდებას. ვინაიდან ეს კომპანია ჩვენს საინვესტიციო პორტფელშია. 

მადლობა ყურადღებისთვის

ჯაბა დიხამინჯია.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი