რა ვიცით კომპანია IQIYI. INC. (NASDAQ:IQ) ის შესახებ.

საკითხავი დრო, 26 წუთი.

დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ჩინური კომპანია, რომელსაც ვთვლი რომ, ზრდის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მაგრამ ასევე არსებობს კომპანიის მომავალ განვითარებასთან დაკავშრებით საკმაოდ დიდი რისკ ფაქტორები. ამ კომპანიის აქციები შევიძინე 2018 წლსი 14 ივნისს $38,50-ად.

ეს უკვე მე-3 ჩინური კომპანიაა. Baozun. inc (NYSE: BZUN) თან და Tencent Holdings Limited (NYSE: TCEHY) კომპანიებთან ერთად, რომელთა აქციებიც JDinvestment გრძელვადიან პორტფელში იკავებენ ადგილს. ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

ეს კომპანიაა IQIYI. INC. (NASDAQ:IQ)

კომპანიის ისტორია:

კომპანია IQIYI. INC. (NASDAQ:IQ). 3/28/2018-ს აქციები განათავსა საფონდო ბირჟაზე. IPO (Initial publick Offering). მანამდე ის, ჩინური მეგატექნოლოგიური გიგანტი კომპანიის: BIDU INC. (NASDAQ: BIDU) განუყოფიელი ნაწილი იყო. მოგახსენებთ რომ, კომპანია BIDU INC. (NASDAQ: BIDU) ცნობილია როგორც, ჩინური GOOGLE. მარკეტკაპიტალიზაციით $95 მილიარდი დოლარი.

კომპანია IQIYI. INC. (NASDAQ:IQ) ის ბიზნესმოდელი ძალიან გავს კომპანია Netflix, Inc. (NFLX)-ის ბიზნესმოდელს. მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით. კომპანია აერთიანებს შემოსავლების გენერირების თვალსაზრისით კომპანია Netflix, Inc. (NFLX)-ის და Youtube-ის ბიზნესმოდელებს. კომპანიას ასვე უწოდებენ ჩინურ Netflix-ს იმავე წარმატებით შეგვიძლია დაუძახოთ ჩინური Youtube. თუ რატომ ორივე ერთად? ამაზე ვრცლად ცოტახანში დეტალურად ვისაუბრებთ. და სწორედ ეს არის, ერთ-ერთი მომხიბვლელი ასპექტი ამ კომპანიაში.

კომპანია პერსპექტიულია, პოზიტიური ნარატივი ვრცელია, რისკი მაღალია. მე დავიწყებ ანალიზს უფრო ფართო სურათის აღწერით და ნელნელა მიუახლოვდები თვითონ კომპანიის განხილვას. 

თემა 1 - ჩინეთის პოპულაციის საშუალო ფენა და მოხმარება.

დავიწყოთ ჩინეთის ბაზრის შესაძლებლობების ანალიზით. ჩინეთში, მოსახლეობის საშუალო ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია. ფაქტია რომ ის უკვე მოცულობით საკმაოდ დიდია, მაგრამ მოკლე ხანში ის გახდება გაცილებით დიდი. მოსახლეობის საშვალო ფენა გახდება უფრო დიდი, ვიდრე შეერთებული შტატების მოსახლეობაა მთლიანად. უფორ მეტიც, ეს საშუალო ფენა არა მარტო იზრდება, ის ასევე ხდება უაღრესად მდიდარი. ამ მიმართულებით საინტერესო ანალიტიკურ ინფორმაციას იხილავთ აქ

დიაგრამას რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ, არის McKinsey მიერ მომზადებული.

რა ინფორმაციას ვხედავთ ამ დიაგრამაზე? ჩინეთის ურბანული მოსახლეობის საშუალო და მდიდარი ფენა სწრაფად მზარდი სეგმენტია, (წითელი მართკუთხედი) თუ დავაკვირდებით 2012 წლისდან 2022 წლამდე ეს 2 სეგმერტი იზრდება 182 მილიონიდან 300 მილონამდე. (წითელ მართკუდხედში, სვეტების ნაცრისფერი და მუქი ლურჯი მონაკვეთი) ეს 65% იანი ზრდაა. სეგმენტი Mass Middle Class 2012 დან 2022 წლამდე დავა 54% იდან 22% ამდე და ეს კლება აისახება ასევე საშუალო ფენის ზრდაში. მოსახლეობა ხდება ნელნელა უფორ შეძლებული.

რაც შეეხება ურნაბული მოსახლოების ყიდვისუნარიანობას (მწვანე მართკუთხედი) საშუალო ფენის ყიდვისუნარიაონობა იზრდება 8,44 ტრილიონი იუანიდან 25,5 ტრილიონ იუანამდე. ეს 204%-იანი ზრდაა მოცემულ პერიოდში.

სანამ გადავალთ კომპანიის ანალიზზე, მანამდე მცირე ხნით დააკვირდით ამ დიაგრამას, მონაცემების უკეთ აღსაქმნელად.

თემა 2 - ინტერნეტი.

მოდით დავაკვირდეთ მოსახლეობის ქცევას იგივე ტექნოლოდიებთან მიმართებაში. იმაცე McKinsey-ის რეპორტიდან, ჩინეთის საშუალო ფენა ასევე დაყოფილია ორი ძირითადი სეგმენტად. ერთი მათგანია პოპულაცია, რომელიც კარგად ადაპტირებს ტექნოლოგიურ სიახლეებთან. რეპორტში ეს ნაწილი მოხსენიებულია G2-ად.

ამონარიდი ამ რეპორტიდან:

საშუალო ფენის ზრდამ და ამ ფენის მნიშნველოვანმა ნაწილმა გამოიწვეია ინტერნეტმოხმარების კატასტროფული ზრდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ სახეზეა. დიაგრამაზე ხედავთ ჩინეთში ინტერნეტმომხმარებლების ზრდის დინამიკას წლების განმავლობაში.

ჩინეთი სავარაუდიდ 2018 წელის ბოლოს, შეხვდება დაახლებით 800 მილიონის ინტერნეტ მომხმარებლით. მონაცემები მოწოდებულია Statista.ს მიერ.

იმავე Statista-ს რეპორტში ვკითხულობთ: თუ დავაკვირდებით მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ზრდას ჩინეთში, შტამბეჭდავ მონაცემებს აღმოვაჩენთ, 2008 წლიდან 2018 წლის ბოლომდე მობილური ინტერენეტის მომხმარებლები გაიზარდა 117 მილიონიდან 665 მილიონამდე.

ის რომ, საშუალო ფენა დიდი ბიჯით მზარდია, წლიდან წლამდე. ასევე საშუალო ფენა ხდება უფრო და უფრო შეძლებული. და ის რომ ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ასევე მზარდია. მაინც ამ მონაცემების გათვალისწინებით, ჩინეთში ინტერნეტის პენეტრაცია 2017 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 55%-ს როგორც ხედავთ ბაზრის ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია.
დააკვირდით დიაგრამას რომელცი ასევე Statista-ს მიერ არის მოწოდებული.

 

თემა 3 - SVOD (Streaming Video On Demand)

ინტერნეტის ერთ-ერთი თემატიკა, არის ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება. ეს ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელი თვითონ ირჩევს რას უყუროს და როდის, ბიზნესის ამ მოდელზე არის აგებული კომპანია Netflix, Inc. (NFLX)-იც. ანუ Netflix, Inc პლატფორმის მომხმარებელი, თვეში გარკვეული გადასახადის შემდეგ თვითონ ირჩევს, პლატფორმაზე რას უყურეოს და როდის. ეს მოდელი არის ტელევიზიის მომავალი.

ამ მხრივ ის შემოსავლები რომლითაც ამ ბიზნესმოდელით კომპანიები აგენერირებენ მსოფლიოში, დიაგრამაზე შემდეგნაირად აისახება.

როგორც ხედავთ შეერთებული შტატები ლიდერობს ამ მხრივ. SVOD-ის მომხმარებლების მიერ გენერირებული მოგების თვალსაზრისით. თუ ავიღებთ ამ დიაგრამაზე არსებულ მონაცემებს და ერთობლიობაში გავაანალიზებთ, ჩიენთში საერთო ინტერნეტმომხმარებლების პოტენციურ ბაზარს და SVOD ბიზნესმოდელის ბაზარს. მარტივი დაანგარიშებით, ჩინეთში SVOD ვიდეოს მომხმარებლებისგან, 2018 წლის ბოლოს გენერირებული 1,730 მილიარდი დოლარი იქნება. მაშინ როცა ეს მაჩვენებელი შეერთებულ შტაებში 11,510 მილიარდ დოლარს მიაღწევს. და აქვე ავღნიშნოთ რომ, ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობით, ჩინეთი მალე შეერთებული შტატების მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბებს. ხოლო შტატებში ეს 11,510 მილიარდი რამოდენიმე კომპანიაზე ნაწილდება.

მარტივი მისახვედრია რომ SVOD ბისნესმოდელს, ჩინეთის ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით, ძლიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს ბაზარი ამ ეტაპზე ზრდის ადრეულ სტადიაშია ამ დროსითვის და ეს არის სწორედ მიმზიდველი ჩვენთვის, ყურადღება მივაქციოთ ისეთ კომპანიებს, რომელბიც ამ ბაზარზე დომინანტის როლის მოპოვებას აპირებენ.
კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები:

გლობალურად, მობილური ვიდეო ნაკადის მოხმარება გაზრდილია 150%-ით 2015-დან 2017 წლის ჩათვლით.
აზიის ბაზარზე, დახარჯული დრო ვიდეოს სტრიმინგზე გაზრდილია 300%-ით იმავე პერიოდში

დიაგრამაზე სწორედ მზვანე ფერის ხაზი აჩვენებს ამ მონაცემს. ყოველივე ზემოხსენებული არის მწვანე ველი, კომპანიისთვის რომელზეც ეხლა გვინდა ვისაუბორთ.

კომპანია IQIYI INC. (NASDAQ: IQ)

კომპანია IQIYI. INC. შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ეს კომპანია ცნობილია თიკერით IQ. მისი ბიზნესმოდელი შემდეგნაირად დეფინიცირდება: 

IQIYI. INC. არის ჩინური კომპანია, რომელის პრინციპულად პროფილირებულია მომხმარებლებს მიაწოდოს ინტერნეტით გასართობი ინფორმაცია. კომპანია პროფილირებულია ვიდეოკონტენტების, უწყვეტი ნაკადით მიწოდებაზე. როგორიც არის ფილმები, სატელევიზიო კონტენტი, უამრავი სახის შოუ და გასართობი გადაცემები, IQIYI პლატფორმის საშვალებით. 

კომპანია ქმნის საკუთარ, ორიგინალურ კონტენტებს და აზიარებს მომხმარებლებისთვის თავისი პლატფორმის მეშვეობით, ასევე აზიარებს ცნობილ კონტენტებს და ტელეშოუებს. ისევე როგორც კომპანია Netflix.-ი მაგამ ერთი განსხვავებით, მას ასევე აქვს ონლაინ სარეკლამი ბიზბესი, და მონეტიზაციას ამ მიმართლებითაც ახერხებს, ისევე როგორც Youtube-ს. ამ შემთხვევაში კომპანია IQIYI. INC. თავისი ბიზნესმოდელით წარმოადგენს Netflix ის და youtube-ს ბისნესმოდელების კომბინირებულ ვარიანტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი კომბინაციაა.

კომპანია IQIYI. INC-ს გააჩნია 3 შემოსავლების მაგენერირებელი არხი. დეტალურად იხილეთ აქ
* სააბონენტო გადასახადი მომხმარებლებისთვის, რომელიც 67%-ით გაზრდილია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. (Netflix-ის ბიზნესმოდელი).
* ინტერნეტ სარეკლამო არხი, რომელიც 52%-ით გაზრდილია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით (Youtube-s ბიზნესმოდელი)
* კონტენტის დისტრიბუცია, რომელიც 44%-ით გაზრდილია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

მოდით განვიხილოთ მისი ვიდეოკონტენტი.

მაშინ როცა მოხდა კომპანიის მიერ IPO ზე გასვლა. კომპანიამ გაასაჯაროვა შემდეგი მონაცემები. სრულად იხილეთ აქ.

კომპანიას ყავდა 420 მილიონი აქტიური, თვიური აბონენტი და დაახლოებით 126 მილიონი, მობილური მომხმარებელი, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ პლატფორმას.

2018 წლის აპრილში, კომპანია IQIYI. INC გახდა ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელსაც გააჩნია Netflix-ის კონტენტების დისტრიბუციაზე ლიცენზია, ჩინეთის ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან რომ კომპანია Netflix ისთვის ჩინეთის ბაზარი მიუწვდომელი იყო, ისევე როგორც კომპანია GOOGLE-ისთვის. Netflix-მა ამ გზით მოახერხა ჩინეთის ბაზარზე საკუთრი კონტენტის გავრცელება. ამ შემთხვევაში კომპანია IQIYI. INC წარმოადგენს ერთადერთ ფანჯარას ჩინეთის ბაზარზე. რათქმაუნდა ეს კომპანია  IQIYI. INC  უკონკურენტო სიტუაციაში აყენებს. ამ დროისთვის კომპანია IQIYI. INC უკვე ახდენს NEtflix-ის 2 სატელევიზიო შოუ პროგრამის დისტრიბუციას ჩინეთში. Black Mirror და Mindhunter. 

აქვე გავიმეორებ რომ, Netflix-ისგან განსხვავებით რომელსაც გააჩნია მხოლოდ სააბონენტო სისტემაზე დაფუძნებული რეალიზაციის არხი. IQIYI. INC გააჩნია ასევე მასიური ინტერნეტსარეკლამო მოდელი. როგორც Youtube-ს
2018 წლის აპრილის ბოლოს, კომპანია IQIYI. INC წარადგინა 2018 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ეს მისი პირველი დამოუკიდებელი მაჩვენებლებია ფინანსურ სამყაროში. მაჩვენებლების მიხედვით კომპანიამ დააგენერირა $336 მილიონი და ეს მხოლოდ ინტერნეტსარეკლამო არხიდან. ამონარიდი ფინანსური მაჩვენებლების რეპორტიდან.

კონკურენცია და რისკი.

მოგახსნებთ რომ, ნებისმიერი კომპანიისთვის ჩინეთში, ბიზნესურთიერთობა მსხვილ, მეგა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორებიც არიან Alibaba.Inc. BIDU.Inc Tencent. და ასევე ონლაინ რეთეილ ბიზნეს გიგანტი JD.com. არის მარტივად რომ ვთქვათ. ბიზნესის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ჩინეთი არ არის დასავლეთი და შესაბამისად დასავლეთში მიღებული ბიზნესოპერირებისთვის თავისუფალი გარემო, ჩენთისთვის ეს უცხო ხილია, ამ ქვეყანაში პროტექციონიზმი მოქმედებს. ბიზნესს თუ არ უდგას სახელმწიფო ან ისეთი მონსტრი კომპანიები რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ოპერირება ძლიან რთული ხდება.
კომპანია IQIYI. INC გამოეყო კომპანია BIDU.Inc-ს და ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდა. თავის მხრივ კომპანია BIDU.Inc ფლობს 70%-იან წილს აქცეიბის სახით. ეს გარკვეულწილად გარანტიაა თავისუფალი ბიზნესოპერირების მხრივ. 
ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების დროს, ცხადი გახდა რომ, IQIYI. INC გააფორმა ექსკლუზიური პარტნიორობის მემორანდუმი ჩინური E-Commerce გიგანტთნ JD.com-თან. მემორანდუმი გაფორმების აზრი ის არის რომ, თუ ახალი მომხმარებელი შეიძენს ერთ წლიან სააბონენტოს, კომპანია IQIYI. INC პლატფორმაზე ავტომეტურად მიიღებს მეორე კომპანიის პლარფორმაზე წვდომას და ასევე ყველანაირ ბენეფიტს. და პირიქით. ეს მემორანდუმი გაფორმდა და პროგრამა გაეშვა 27 აპრილს. 9 მაისს კომპანიამ დაანონსა რომ მემორანდუმის გაფორმების შემეგ, კომპანიამ აიყვანა 1 მილიონი მომხმარებელი. დიახ 2 კვირის მანძილზე 1 მილიონი მომხმარებელი. შთამბეჭდავია. 

ამონარიდი მემორანდუმიდან. 

რისკ ფაქტორი 1

მიუხედავას ზემოთ მოყვანილი პოზიტიური ნარატივისა, არსებობს რისკ ფაქტორები კომპანიის მომავალ ბიზნესოპერირებასთან მიმართებაში, ამ რისკ ფაქტორების მიზეზს, ისევ ორი ჩინური მეგატექნოლოგიური კომპანია წარმოადგენენ, ესენი არიან ALIBABA.Inc და TENCENT. 

ALIBABA.Inc ასევე ფლობს ვიდეოსტრიმინგის მიმართულებას სახელად YouTu Tudou, და ეს პლატფორმა ასევე შესანიშნავია. პლატფორმა Alibaba-მ დანერგა 2015 წელს. 

კომპანია Tencent-ს ასევე გააჩნია SVOD (ვიდეო ნაკადის მოთხოვნით ყურება) მიმართულება სახელად Tencent Video. რომელიც გაეშვა 2011 წელს Tencent-ს აქვს პარტნიორობა ევროპულ და ამერიკულ კონტენტის მწარმოებლებთან როგორიცაა BBC, HBO, და NBA. Tencent Video-ს ამ დროისთვის ყავს 450 მილინი თვიური აქტირუი მომხმარებელი და 43 მილიონი აბონენტი.
ბრძოლა იმართება კომპანია BIDU. Inc რომელიც აკონტროლებს ჩინური საძიებო ბაზარს და Tencent-რომელიც აკონტროლებს სოციალურ მედიას, თავისი პოპულარული, WeChat აპლიკაციის საშვალებით.

რისკ ფაქტორი 2

კონკურენტების ბრძოლა ყოველთვის აისახება კომპანების ფინანსურ მაჩვენებლებზე. ნებისმიერ ბიზნესსექტორში. თუმცა თუ დავაკვირდებით არსებული კომპანიის ანალიზს არცერთ მის სავარაუდო კონკურენტს არ აქვს ისეთი ბიზნესმოდელი როგორიც IQIYI. INC- მაგრამ ამინც ამ მხრის საყურადღებოა კონკურენტების ქმედება.

კომპანია IQIYI. INC-მ მაისის თვეში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებში დააფიქსირა $63 მილიონი წაგება. გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიამ დააფიქსირა $128 მილიონი წაგება, როგორც ხედავთ 2018 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები მიუხედავად ფიქსირებული წაგებისა საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. ანალიტიკოსების თვალსაზრისით ამ კომპანიის მომგებიან მდგომარეობაში გადასვლამდე გრძელი გზაა გასავლელი. კომპანიის 2018 წლის სრული ფინანსური მაჩვენებლები იხილეთ აქ

2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში SG&A  (Selling, general and administrative expenses) ხარჯი გაზრდილია 42%-ით. და შეადგენს $112,3 მილიონს, რაც გამოწვეულია პლატფორმის დანერგვის და მარკეტინგის ჯარჯების გაწევით. კომპანიის ცალკე ერთეულად ჩამოყალიბების გამო.  ასევე ბრენდის და კონტენტის პრომოუშენის ხარჯების გამო. თუ აქამდე კომპანია BIDU ეწეოდა სარეკლამო ხარებს, ეხლა კომპანიას თავისი შემოსავლებიდან უწევს ამ ხარჯების გაღება და ასევე სარეკლამო, ბრენდის ცნობიერების ამაღლებისთვის გაწეული ხარჯები. ვიანიდან კომპანია ახალია როგორც ბიზნესერთეული, ამ მიზეზით არის ამხელა ზრდა ხარჯვით ამ ნაწილში.

თუ დავაკვირდებით ფინანსურ მაჩვენებლებს ჩვენ უყურებთ კომპანიას რომლის ბაზრისკაპიტალიზაცია შეადგეენს $27 მილიარდ დოლარიან კომპანიას, $2 მილიარდ დოლარიანი შემოსავლით წელიწადში. ამ მაჩვენებლებით კომპანია არ ღირს იაფი. ამ დროისთვსიე ერთი აქციის ფასი $40,02-ია და ეს არ არის იაფი ფასი. მაგრამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღვანდელი ფასის გადახდით ჩვენ ვყიდულობთ მომავალ Free Chash Flow-ს და შესაბამისად მომავალ მოგებას. რათქმაუნდა კომპანიას გააჩნია ზრდის დიდი პოტენციალი და რათქმაუნდა რისკ ფაქტორების საკმაოდ მძლავრია მაგრამ, ჩემი აზრით ღირს ჩიტი ბრდღვანდ.

ძალიან საინტერესოა 2018 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. რომელის ანალიზს აუცილებლად შემოგთვაზებთ.

Tencent ის და IQIYI.Inc ის განსხვავება.

საინტერესოა კომპანია Tencent ის და IQIYI. INC განსხვავება. 2018 წლის 10 მაისს კომპანია IQIYI. INC გაასაჯაროვა პრეს რელიზი, სადაც გვაუწყა რომ კომპანია გახდა ჩინეთში, სერტიფიცირებული პირველი ინტერნეტ ვიდეო პლატფორმა.

ეს ძალიან კრიტიკული სიახლეა. ვინაიდან ჩინეთი მიჩნნეულია და მას ხშირად ადანაშულებენ ინტელექტუალური საკუთრების კოპირება მითვისებაში. ეს ახალი სერტიფიკატი კომპანიას საშვალებას აძლევს მოიპოვოს პატენტის უფლება. ის ვინც ეს სერტიფიკატი ამ კომპანიას მიანიჭა არის CinaDRM Lab. 

ეს შეიძლება გახდეს GAME CHANGE-ერი. და ეს შეიძლება დიდი კონკურენტული უპირატესობა გახდეს.

ამ დროისთვის JDinvestment-ის გრძელვადიან ოპორტფელში სამი ჩინეური კომპანიის აქციებს ვფლობთ ესენია: Tencent Holdings Limited (NYSE: TCEHY)

Baozun. inc (NYSE: BZUN) და ბოლოს IQIYI. INC. (NASDAQ:IQ) 

ამ დროისთვის სულ ეს იყო. 

დროებით. 

ჯაბა დიხამინჯია.  

 

 


 

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი