რას ნიშნავს ბიზნესის უსაფრთხოების თხრილი. MOAT

მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ, კომპანიები მძლავრი მანქანებია, რომლებიც იღებენ კაპიტალს, ახდენენ ამ კაპტიტალის ინვესტირებას პროდუქტებსა თუ სერვისში და ამ რეინვესტირების შედეგად აგენერირებენ კიდევ მეტ მოგებას, დაგენერირებული მოგებიდან ისევ ახდენენ რეინვესტირებას თავიანთ პროდუქტებსა თუ სერვისში და ეს პრიცესი მუდმივად გრძლედება, ეს პროცესი გავს თოვლის გუნდას, გუნდა რომელიც დაგორდება კლდის ქიმზე და გზადაგზა დიდდება. ამგვარ ქმედებას ქვია ინვესტირებული კაპიტალის ამონაგები. ჩვენ ამ ფინანსურ კოეფიციენტზე ვისაუბრეთ ROIC (Return on invested capital)

მძლავრი და მზარდი ბიზნესი გამოიმუშავებს ინვესტირებული კაპიტალიდან ღირსეულ ამონაგებს. კომპანიები რომლებიც გამოიმუშავებენ კაპიტალზე მაღალ ამონაგებს იზიდავენ კონკურენტებს ამ ბიზნესსფეროში. და ჩაღდება მწვავე კონკურენცია.

ამგვარი მწვავე კონკურენციის პირობებში, კომპანიის მიერ ინვესტირებული კაპიტალის მაღალი ამონაგების დასაცავად, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სტრუქტურული კონკურენტული უპირატესობა.

რა არის კონკურენტული უპირატესობა?

ისევ თუ დაუბრუნდებით მაგალითს, კლდის ქიმიდან დაგორებული გუნდის მეტაფორაში, ორი მთვარი გარემოებაა უმნიშვნელოვანესი: ერთი გარემოება არის კლდის ქიმის სიგრძე (იმისთვის რომ გუნდამ დიდხანს იგორაოს) და მეორე გარემოება არის ის, რომ გუნდის სამოძრაო არეალი სრულად იყოს თოვლით დაფარული. თუ ამ კლდის ქიმზე უამრავი კომპანიის გუნდა იგორავებს, მაშინ კონკურენტული ბრძოლის ველზე რჩება თოვლის საფარი რაც გუნდის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. სწორედ ამ ინგრედიენტის (ბიზნესის შემთხვევაში მოგების) დასაცავად კომპანიას უნდა ქონდეს უპირატესობა, მაგალითად კომპანიის გუნდის სამოძრაო არეალი იყოს შემოღობილი რაც აშკარა უპირატესობას შექმნის სხვა გუნდებთან მიმართებაში. უორენ ბაფეტი ამ კონცეფციას მოიხსენიებს, როგორც „თხრილი“ “MOAT”. რა იგულისხმება თხრილის ქვეშ? შუა საუკნეებში და უფრო ადრეულ პერიოდში, როდესაც ქალაქების დასაცავად შენდებოდა ციხე გალავანი, გალავნის ირგვლივ კეთდებოდა განიერ თხრილი, რომელიც წყლით იყო სავსე. ქალაქში შესვლა ამ თხრილზე გადებული ასაკეცი ხიდით ხდებოდა. რომელიც ომიანობის დროს შესანიშნავი ბარიერი იყო ქალაქის დასაცავად.

2007 წლის ინვესტორებისადმი მიძღვნილ წერილში ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი ამ თხრილის (MOAT) მნიშვნელობას ესე ხსნის:

სინამდვილეში ძლიერი ბიზნესი უნდა იყოს დაცული დიდი თხრილით (MOAT). რომელიც იცავს ბიზნესს მის მიერ, ინვესტირებული კაპიტალის ამონაგების მოცულობას და მუდმივობას. კაპიტალისტური წყობა თავის თავში მოიაზრებს საზოგადოების ქცევის იმგვარ დინამიკას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ კონკურენტულ გარემოში, კონკურენტები არაერთგზის დაესხმებიან თავს ნებისმიერ ბიზნეს „ციხესიმაგრეს“. რომელიც აგენერირებს მსხვილ ამონაგებს ინვესტრებულ კაპიტალზე. ეს მომხიბვლელი ხდება კონკურენტებისთვის და სწორედ ამიტომ თავდასხმები გარანტირებულია. სწორედ ამიტომ, ბიზნესის მდგრადი და განგრძობით წარმატებისთვის ბიზნესი უნდა იყოს მყარი ბარიერებით შემოფარგლული, მაგალითად ბიზნესისთვის ესეთი ბარიერი შეიძლება იყოს: პროდუქტის წარმოების დაბალი ფასი (კომპანია GEICO, Costco) ან ძალინ მძლავრი ბრენდი (Coca-Cola, Gillette, American express.) ბიზნესის ისტორია სავსეა მაგალითებით როდესაც კომპანიებისთვის შექმნილი ამგვარი დამცავი თხრილები აღმოჩნდა მოჩვენებითი. შედეგად ამგვარი კომპანიები ჩაყლაპეს კონკურენტმა კომპანიებმა.

თხრილი რომელიც საჭიროებს მუდმივ გაღრმავებს და გამყარებას, საბოლოო ჯამში ის კარგავს დაცვის ფუნქციას.

რატომ არის თხრილი მნიშვნელოვანი?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფლობთ ბიზნესს, რომელიც აგენერირებს 100%-იან ამონაგებს ინვესტირებული კაპიტალზე. კაპიტალისტური წყობა გარანტიას იძლევა, რომ კონკურენტები როგორც ფუტკრები თაფლს ისე დაესევიან თქვენი ბაზრის წილს. თხრილები არის დაცვის მხრივ ბიზნესის სტრუქტურული მახასიათებლები, რომლებიც ქმნიან თქვენს საბალახო მწვანე მნდორზე შესვლის ბარიერებს კონკურენტებისთვის.

ინვესტიციაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის გარკვევა, თუ რამდენად დიდი თხრილია ბიზნესის გარშემო და რამდენად ღრმაა ის. მიმხიბვლელია დიდი ციხე სიმაგრე (ბიზნესის სახით) და მის ირგვლივ დიდი თხრილი რომელიც პირანიებითა და ნიანგებით არის სავსე.

 

რა შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესის დამცავ თხრილებად (MOATS)

  1. არამატერიალური აქტივები
  2. მომხმარებელთა „გადართვის“ ხარჯები
  3. ქსელური ეფექტი
  4. ღირებულების უპირატესობები.

თუ თქვენ მოახერხებთ და საინვესტიციოდ იპოვით კომპანიაა რომელიც აგენერირების ინვესტირებული კაპიტაზე მსუყე ამონაგებს (ROIC. Return on invested capital) და გააჩნია ზემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მახასიათებელი, თქვენ სავარაუდოდ გიპოვნიათ კომპანია რომელსაც გააჩნია თავდაცვისთვის მყარი თხრილი (MOAT) და ამგვარი ბიზნესი არ უნდა გაუშვათ მიღმა.

მე შევეცდები ავხსნა ზემოთჩამოთვლილი თითოეული ბიზნეს თხრილი (MOAT)

1. არამატერიალური აქტივი.

არამატერიალური აქტივების კატეგორიას განეკუთვნება:  ბრენდები, პატენტები და მარეგულირებელი ლიცენზიები.

1.1 ბრენდი

ბრენდს შეუძლია შექმნას ეკონომიკური უპირატესობა, თხრილი თუ მას შესწევს ძალა რომ აიძულოს მომხმარებელი გადაიხადოს მეტი ფასი პროდუქტზე, ბრენდის გამო. ამისთვის კომპანიები მიმართვენს ასოცირების ტექნიკას. იმისთვის რომ ბრენდს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა ქონდეს ამას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ეს არის დრო.
  • ხანგრძლივი პერიოდის მანძლზე კომპანია უნდა თავაზობდეს ბაზარს მაღალი სტანდარტის პროდუქტს გამონაკლისის გარეშე.
  • ის უნდა ასოცირდებოდეს ძლიერ, გავლენიან, სახალისო ემოციებთან ეს არის ასოციაციის ძალა.

მაგალითად კომპანია Coca-Cola. დიახ ეს კოფეინიზირებული, შაქრიანი, გაზიანი, შავი ფერის სასმელი, ასოცირდება ბედნიერებასთან, ახალ წელთან. მათ მოახერხეს და თოვლის ბაბუაც კი დაასაქმეს საკუთარი ბრენდის სამსახურში. სარეკლამო რგოლებში ხშირად ისმის Coca-Cola ს ბოთლის გახსნის დროს, ცივი მაგრამ სასიამოვნო ხმა და გაზირებული ბუშტუკების გახეთქვის ხმა, რაც ბრენდის გავლენას მომხმარებლის გონებაში კიდევ უფრო მკვეთრს ხდის.

Tiffany აწარმოებს, დიზაინს უკეთებს და ყიდის თავის საიუველირო პროდუქტს მთელს მსოფლიოში. ის თავის მომხმარებლებს საშუალოდ გაცილებით მეტს ახდევინებს მაგალითად ბრილიანტის ნაკეთობაში ვიდრე მისი კონკურენტი ყიდის ბრილიანტის იმავე ნაკეთობას თვის მომხმარებლებზე. და ეს განსხვავეაბ დაახლოებით 35% ს შეადგენს. რატომ ხდება ეს ესე? მიტომ რომ Tiffany ძალიან ძლიერი ბრენდია და მას შესწევს ძალა ფასნამატით გაყიდოს თავის პროდუქცია. თანაც ის ფუთავს პროდუქტს შესანიშნავად.

კომპანია See’s Candies ასევე ხასიათდება მომხმარებლებზე ძლიერი ბრენდის გავლენით. უორენ ბაფეტი See's Candies-ის შესახებ ამბობს.

იმხანად როდესაც კომპანია See's Candies-ის შეძენა გადავწყვიტეთ, რაღაც სასწაული ხდებოდა, კალიფორნიაში მცხოვრები მოსახლეობისთვის See's Candies-ის საკოდიტრო ნაწარმს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა ქონდა. აბსოლიტურად უმრავლეს შემთხვევაში წმიდა ვალენტინის დღეს შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ჩუქნიდნენ See's Candies შოკოლადის კოლოფებს. შედეგად გოგონები ბიჭებს ამბორით აჯილდოვებდნენ. ამგვარი სასიამოვნო ფსიქოლოგიური დატვირთვა ქონდა See's Candies პროდუქტს. მაშინ დავფიქრდით, რომ თუ კომპანია ამგვარ განცდას ქმნის მოსახლეობაში, თავისუფლად შეიძლება მის პროდუქტებზე ფასის აწევა.

ეს სხვაგვარად არის Pricing Power, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას აქვს ფასების გაზრდის უნარი, რათა შეინარჩუნოს ან გაზარდოს მოგების მარჟა. პროდუქტზე მოთხოვნის შემცირების ან კონკურენტისთვის ბაზრის წილის დათმობის გარეშე. ეს უპირატესობა მოაქვს ძლიერი ბრენდის გავლენას.

ბრენდის გავლენა ძალიან ძლიერი შეიძლება იყოს, მან შეიძლება ძალიან ძლიერი ასოციაციები გამოიწვიოს ჩვენს გონებაში. გახსოვთ პავლოვის ძაღლი? რომელსაც ხმოვანი სიგნალის გაგონებაზე ნერწყვდენა ეწყებოდა საჭმლის მოლოდინის გამო? მისთვის ხოვანი სიგნალი ასოცირდებოდა საჭმლის მიწოდებასთან. ჩვენ ადამიანები ბრენდს ვუკავშირდებთ ხარისხს, განცდას, შესაბამისად ამ ფსიქოლოგიური გავლენის გამო ადამიანი მზად არის მეტად ძვირი ფასის გადახდისთვის.

1.2 პატენტი

პატენტი მნიშვნელოვანი ხელს შემშლელი ფაქტორია კონკურენტულ ბრძოლაში. პატენტებთან დაკავშირებით რამდენიმე გამოწვევა არსებობს.

  1. პატენტს უნდა ქონდეს ხანგრძლივი ქმედების ძალა
  2. შეიძლება იყოს გასაჩივრებული კონკურენტების მხრიდან.
  3. შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

კომპანია 3M კარგი მაგალითია ამ მხრივ, რომესაც გააჩნია ათასობით პატენტი ასობით პროდუქტზე. ალბათ უმრავლესი ჩვენგანი იყენებს Post-it სტიკერებს. ფერადი, კვადრატულად დაჭრილი ქაღალდების დასტა, სადაც ერთ მხარეს მინიშნება შეგიძლიათ დაწეროთ და მეორე წებოვანი მხრით მიამაგროთ მონიტორზე, კედელზე ან სადმე, თვალსაჩინო, მყარ ადგილზე. ეს პროდუქტი გამოიგონა კომპანია 3M-მა. ამ პროდუქტს მხოლოდ ის აწარმოებდა, სანამ პატენტს ვადა არ ამოეწურა 1997 წელს

ინვესტორი ჩარლი მუნგერი პატენტების შესახებ ერთ ერთ ინტერვიუში ამბობს.

მიკროეკონომიკაში, არსებობს პატენტების , სავაჭრო ნიშნების, ექსკლუზიური ფრენჩაიზის კონცეფცია და ა.შ. პატენტები საკმაოდ საინტერესო ფენომენია. ჩემს ახალგაზრდობაში, პატენტებზე და შენარჩუნებაზე გაცილებით მეტი ფული იხარჯებოდა, ვიდრე პატენტი ქმნიდა ბიზნესისთვის. მოსამართლეები მიდრეკილნი იყვნენ ადვილად გაექარწყლებინათ პატენტის შეზღუდვები კონკურენტების სასარგებლოდ. მაგრამ მას მერე შეერთებულ შტატებში მიდგომა შეიცვალა. არ შეცვლილა კანონები. უბრალოდ შეიცვალა ადმინისტრირება, შეიქმნა პატენტის სასამართლო როგორც განყენებული ერთეული და ეს სასამართლო ახლა უფრო მეტად პატენტის მომხრეა ვიდრე წინააღმდეგი. ასე რომ, ვფიქრობ, ბიზნესები მას მერე მეტად ბევრს სარგებელს ქმნიან პატენტების ფლობით.

1.3 მარეგულირებელი ლიცენზიები

მაგალითდ გარკვეული სახის ბიზნესის დასაწყებად საჭიროა სახელმწიფო ლიცენზიები. მაგალითად ბიოფარმაცევტული, და ფარმაცევტული კომპანიის დასაარსებლად უამრავი ლიცენზია არის საჭირო, იმისთვის რომ წამლების წარმოების ინდუსტრიაში ჩერთოს ბიზნესი.

ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების რეიტინგის ინდუსტრია ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. იმისათვის, რომ შექმნათ კომპანია რომელიც შეერთებულ შტატებში ფასიან ქაღალდებს რეიტინგებს ანიჭებს, ამისთვის კომპანია უნდა საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის მატარებელი კომპანიას უნდა მიენიჭოს სტატუსი „სტატისტიკური რეიტინგის ორგანიზაცია“. ამის მიღწევა ადვილი არ არის და, შესაბამისად, კონკურენტისთვის ამ ბიზნესში შესვლისთვის უზარმაზარი ბარიერი იქნება.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი წარმოადგენს. Moody's Investor Service კომპანიას აქვს საოპერაციო მარჟა 50% და ინვესტირებულ კაპიტალზე ამონაგები (ROIC) დაახლოებით 150% შეადგენს. შთამბეჭდავია დამეთანხმებით.

კომპანიები რომელთა ბიზნესსაქმიანობა დამოკიდებულია უამრავ მუნიციალურ და სახელმწიფო ნებართვებზე და ლიცენზიებზე შეიძლება. ავტომატურად არისნ გარსშემორტყმულნი შესანიშნავი დამცავი თხრილით. ამ კომპანიების საბალახო ტერიტორიაზე კონკურენტების შესვლას, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.

მაგალითად: ბიზნესი რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტს. მაგალითად ავიღოთ ნაგვის გატანის სერვისი ან ინერტული მასალების მომპოვებელი ბიზნესი. შეიძლება მომხიბვლელად არ ჟღერდეს მაგრამ ამგვრი ბიზნესის წამოსაწყებად საჭიროა უამრავი ლიცენზია მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე. რაც ამგვარ კომპანიებსთვის საკმაოდ კარგი დაცვის მექანიზმს ქმნის.

ნარჩენების გატანა გადამუშავების ბიზნესი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მაგალითად: კომპანა Waste Management  https://www.wm.com/

ის უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის სერვისს ჩრდილოეთ ამერიკაში საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და მუნიციპალური მომხმარებლეისთვის. კონკურენტისთვის ადვილი არ არის ამ ბიზნესში შესვლა. რატომ? კონკურენტი გადაიღლება ასობით მცირე ნებართვის და ლიცენზიის მისაღებად, რაც საჭიროა ამ ბიზნესის ოპერირებისთვის. ეს ასევე შრომატევადი პროცესია და ამ დროს არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ნებართვები აუცილებლად იქნება მოპოვებული.

2. მომხმარებელთა „გადართვის“ ხარჯები
 

გადართვის ხარჯები არის ის ერთჯერადი უხერხულობა ან ხარჯი, რომელსაც აწყდება მომხმარებელი ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადასვლის დროს და მათ შეუძლიათ შექმნან საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი თხრილი.

მაგალითდ გახსოვთ ბოლოს როდის შეცვალეთ ბანკი? შეიძლება არასოდეს. ან ოპერაციული სისტემა, რომელიც თქვენს კომპიუტერშია? შეიძლება არასოდეს. ან თქვენი DTH სეტ ტოპ ბოქსი ან ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი? შესაძლოა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ. ბოლოს არც კი მასოვს როდის შევცვალე ჩემი მომსახურე ბანკი. მიუხედავად იმისა რომ სხვა ბანკები, რომლებიც გვთავაზობენ უკეთეს საპროცენტო განაკვეთებს სესხზე, მაინც ძნელად ვდგამთ ამ ნაბიჯს. ბანკი ყიდის პროდუქტს სესხის სახით და საჭიროა დეტალურად ჩაღრმავება მათ მიერ შემოთვაზებული პროდუქტებიში და მომსახურეობაში განსხვავებები იყოპო. სხვა ბანკში ახალი ანგარიშის შექმნას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვცვლით საბანკო ანგარიშებს.

ახალი საბანკო ანგარიშის გახსნის შემთხვევაში თქვენ უნდა აცნობოთ თქვენი კომპანიის სახელფასო განყოფილებას ახალი საბანკო ანგარიშის შესახებ.

თქვენ უნდა გაერკვეთ და ისწავლოთ ახალი ბანკის ინტერნეტმომსახურეობის პლატფორმა, უნდა დააყენოთ ყველა თქვენი ავტომტური გადახდა ახალ პლატფორმაში და ეს არის შრომატევადი პროცესი.

ჩვენ გვირჩევნია შევინარჩუნოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. სტატუს კვო ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მიკერძოება რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ აქ.

საშუალოდ, ბანკი შეერთებულ შტატებში აგენერირებს მოგებას ინვესტირებულ კაპიტალზე (ROIC) 15% იანი ამონაგებით.

ეხლა დაუკვირდით სხვა გარემოებას.

გახსოვთ ბოლოს როდის შეცვალეთ კომპაანია სადაც ავტომობილში საწვავს ასხამთ? ან მაღაზია, სადაც ყიდულობთ ტანსაცმელს? შესაძლოა, ამას ყოველჯერზე მარტივად ვაკეთებთ

გადართვის ხარჯების იდენტიფიცირება შეიძლება რთული იყოს, რადგან ხშირად გჭირდებათ მომხმარებლის გამოცდილების საფუძვლიანი გაგება – რაც შეიძლება რთული იყოს, თუ მომხმარებელი არ ხართ.

მაგრამ ამ ტიპის ეკონომიკური თხრილი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი და გრძელვადიანი, ამიტომ ღირს დრო დაუთმოთ მის ძებნას ინვესტირების დროს და არა მხოლოდ.

მაგალითად კომპანია Oracle არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ყიდის მონაცემთა ბაზის პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანიები იყენებენ მის მონაცემთა ბაზას თავიანთი ბიზნესის შესახებ მონაცემების შესანახად. სხვა კონკურენტი კომპანიის მომსახურეობაზე გადასვლა ადვილი არ არის, რადგან:

  • მონაცემები უნდა დაკოპირდეს ახალ მონაცემთა ბაზაში შეცდომის გარეშე.
  • ყველა პროგრამა, რომელიც აანალიზებს და ამუშავებს მონაცემებს ბაზიდან, უნდა გადაიწეროს. ეს არის შრომატევადი და შეცდომებისადმი მიდრეკილი პროცესი.
  • ეს პროცესი გამოიწვევს ბიზნესოპერირების შეფერხებას, რაც აუცილებლად გავლენას მოახდენს ბიზნესზე.

კომპანია Oracle ის ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე (ROIC) შეადგენს 20% ბოლო 10 წლის განმავლობაში.

3. ქსელური ეფექტი.

უამრავი ადამიანი იყენებს Microsoft Office-ის პროდუქტებს. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს Microsoft Office-ის პროდუქტებს.

ხალხი იყენებს პროდუქტს ან მომსახურებას, რადგან სხვებიც იყენებენ იმავე პროდუქტს ან მომსახურეობას. მაგალითად Open Office არის უფასო პროდუქტი რომელიც არის Microsoft ის კონკურენტი კომპანიის პროდუქტი. დაუკვირდით გარემოებას: უფასოდ შეთავაზებულმა პროდუქტმაც კი ვერ წაართვა ბაზრის წილი Microsoft-ს. ეს აჩვენებს ქსელის ეფექტების ძალას და გავლენა.

ქსელურ ეფექტზე დაფუძნებული ბიზნესი ხშირ შემთხვევაში ხასიათდება იმგვარი ბიზნესმოდელით, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის ან ცოდნის გადაცემაზე. რატომ? ინფორმაცია არაკონკურენტული საქონელია.

რას ნიშნავს კონკურენტული და არაკონკურენტული საქონელი?

კონკურენტული საქონელი არის პროდუქტის ან მომსახურების სახეობა, რომლის ფლობა ან მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის მიერ. როდესაც საქონელი კონკურენტულია მოხმარებაში, ის შეიძლება იყოს მაღალი მოთხოვნის ობიექტი, რაზეც შეიძება გაჩაღდეს მძაფრი კონკურენცია. ეს ის ფაქტორებია რომელიც ფასების ზრდის წინაპირობა შეიძლება გახდეს. მაგალითად საქნოის უმრავლესობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს მაგალითად ავტომობილი რომელის დგას ავტოსალონში მისი ყიდვის შემთხევაში ის ავტომობილი იქნება იმ ადამიანის სამსახურში ვინც შეიძინა და არა საერთო სამსახურში და თუ ამ მოდელის ავტომობილზე გაიზრდება მოთხოვნა რაც ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს მოუნდება პირად მფლობელობაში ამ ავტომობილის ყოლა, შეიძლება ავტმობილის ფასი გაიზარდოს. ეს არის კონკურენტული პროდუქტი.

საქონლის უმეტესობა ერთდროულად მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს, როგორ მაგალითად ავტომობილი. ეს არის კონკურენტული საქონელი, მაგრამ ასევე არსებობს არაკონკურენტული საქონელი, მაგალითად: ინფორმაცია ეს არაკონკურენტული საქონელია.

ავტომობილისგან გასხვავებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენო Amex Payment ბარათი რომელიც ჩართულია ქსელში, ისე როგორც მილიონობით სხვა ბარათის მფლობელი.

სოციალურ ქსელებს, როგორიცაა მაგალითდ Facebook, Linkedin და Twitter, აქვთ ძლიერი ქსელის ეფექტები, რომლებიც მათ სასარგებლოდ მუშაობს. ამ ქსელს წევრები უერთდებიან იმიტომ რომ სხვა უამრავი წევრი არის ამ ქსელში გაერთიანებული და ისნეი ერთმანეთთან არიან კავშირში ან აქვთ დაკავშრების შესაძლებლობა.

ამგვარი ბიზნესის დასამარცხებლად წარმოუდგენელი ძალისხმევაა საჭირო კონკურენტების მხრიდან. წარმოიდგინეთ ააშენოთ ქსელი სადაც თვმოყრილია მილიონობით მომხმარებელი.

კომპანია Western Union, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან ფულის გადარიცხვის საშუალებას აძლევს, ქსელური ეფექტის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია. მისი ქსელი სამჯერ აღემატება მის უახლოეს კონკურენტს. ის ამუშავებს ხუთჯერ მეტ ტრანზაქციას, ვიდრე მისი კონკურენტები. Western Union ის მომსახურეობის ლოკაციებს შორის კავშირების დიდი რაოდენობის გამო, მომხმარებელს აქვთმეტი არჩევანი Western Union-ის გამოყენებით.

ქვემოთ მოცემულია მონაცემებში, ცხრილში მოცეულია მომხმარებლების რაოდენობა და მათ შორის კავშირების რაოდენობა იმ შემთხვევაში თუ ყველა მომხმარებელი დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან, ნათლად ჩანს რომ კავშირების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობის მატების პარალელურად. როგორ არის ეს შესაძლებელი?  ეს არის კომბინაციის და პერმურაციის   ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენს წიგნში „მენტალური შაბლონები“

დააკვირდით ამ მონაცენებსი გრაფიკულ გამოსახულებს.

შთამბეჭდავია დამეთნხმებით.        

4. ღირებულების უპირატესობა.

კომპანიის ღირებულების უპირატესობები შეიძლება მოდიოდეს ოთხი წყაროდან

  • იაფი პროცესები
  • უკეთესი ლოკაციის ადგილები
  • უნიკალური აქტივები
  • უფრო დიდი მაშტაბი.

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

4.1. იაფო პროცესები.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფლობთ პროგრამულ საკონსულტაციო კომპანიას შეერთებულ შტატებში. თქვენი ყველა თანამშრომელი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ მოგდით თავში იდეა, რომ თქვენი კომპანიის სამუშაოები გაიტანოთ აუთსორსზე და სამუშაოების ნაწილი გადმოგაქვთ საქართველოში. საქართველოში იაფი მუშახელის გამო, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე სამუშაო, რასაც აკეთებდით შტატებში ძალიან დაბალ ფასად. თქვენ მიიღებთ ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას იაფი პროცესის გამოყენებით, შედეგად თქვენ შეგიძლიათ თქვენ კონკურენტებზე მოქნილი ფასები შესთვაზოთ მომხმარებლეებს. და რა არის ამ მიდგომის პრობლემა? რამდენი დრო დასჭირდება თქვენს კონკურენტს იგივეს გასაკეთებლად. სავარაუდოდ არც ისე ბევრი და ეს უპირატესობა ძალიან ადვილად გაქარწყლდება.

4.2 უკეთესი ლოკაცია.

მდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის ოpერირების წარმატებაში და ამ უპირატესობის ჩანაცვლება ძალზედ რთული და ხარჯიანი შეიძლება იყოს კონკურენტებისთვის. რიგ შემთხვევაში ეს უპირატესობა ბევრად უკეთესია ვიდრე წარმოების იაფი პროცესი.

მაგალითaდ Posco არის მრავალეროვნული ფოლადის მწარმოებელი კომპანია სამხრეთ კორეაში. ის აკონტროლებს მსოფლიოში ფოლადის წარმოების 75%-ს. ყველაზე დიდი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობა ქმნის. მაგალითდ კომპანიას შეუძლია შეუძლია ფოლადის გაგზავნა ჩინეთში ერთ სამუშაო დღეში და ეს ნიშნავს, რომ მისი ტრანსპორტირების ღირებულება კონკურენტებთან შედარებით ძალიან დაბალია ადგილმდებარეობის გამო. გარდა ამისა, სამხრეთ კორეას აქვს უზარმაზარი საავტომობილო და გემთმშენებლობის ინდუსტრია, რისი დახმარებითაც კომპანიას შეუძლია ფოლადის მიწოდება ძალიან დაბალ ფასად. უორენ ბაფეტი ფლობს POSCO-ს აქციებს კომპანია Berkshire Hathaway-ს პორტფელში. თუ დააკვირდებით რუკაზე ამ კომპანიის ადგილმდებარეობას, ის მნიშვნელოვან ამბავს ყვება.

4.3 უნიკალური აქტივები

Aracruz cellulose ეს იყო ბრაზილიური კომპანია რომელიც 2009 წელს შეერწყა კომპანია Fibria. კომპანია აწარმოებს ქაღალდს.

ევკალიპტი არის ერთ-ერთი მთავარი სახეობა, რომელიც გამოიყენება ქაღალდის წარმოების ინდუსტრიაში. ბრაზილიაში დარგული ევკალიპტის ხე 7 წელიწადში აღწევს წარმოების კონდიციას როდესაც ის შეიძლება ჩაერთს ქაღალდის წარმოების პროცესში. ჩილეში იმავე კონდიციამდე მისვლას 10 წელი სჭირდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 20 წელზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რჩდილოეთ ამერიკასთან შედარებით ბრაზილიაში ევკალიპტის ხე 3-ჯერ უფროს წრაფად იზრდება, ეს უზარმაზარ უპირატეობას ანიჭებს კომპანია Aracruz cellulose-ს და შესაბამისად ეს კომპანია არის მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე დიდი და შესაბამისად მისი წარმოების პროცესი ყველაზე დაბალხარჯიანია კონკურენტებს შორის.

4.4 მაშტაბი.

მასშტაბის უპირატესობის გასაგებად, ჩვენ უნდა გვესმოდეს განსხვავება ფიქსირებულ და ცვლად ღირებულებას შორის. წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ უძრავი ქონების ბიზნესს. მისი ფიქსირებული ხარჯებია:

  • ქონების გადასახადი
  • დაზღვევა
  • იპოთეკა

თქვენი ბიზნესის ცვლადი ხარჯებია:

  • მოვლა
  • უძრავი ქონების მართვის საფასური.

მიუხედავად იმისა თქვენი ბიზნესის კუთვნილი ქონება გაქირავებული არის თუ არა, თქვენ უნდა გადაიხადოთ ფიქსირებული ღირებულება.

ნებისმიერი ბიზნესისთვის, სადაც აღემატება ფიქსირებულ ღირებულება ცვლად ღირებულებას, მას აქვს მასშტაბური უპირატესობები. რატომ? იმისათვის, რომ კონკურენტმა ბიზნესში შევიდეს, მას სჭირდება დიდი კაპიტალის განთავსება ფიქსირებული ხარჯებისთვის. ამას ბევრი არ გააკეთებს.

მასშტაბზე დაფუძნებული უპირატესობები შეიძლება შემდგომ დაიყოს კატეგორიებად

  • დისტრიბუცია
  • წარმოება
  • ნიშური ბაზრები

შეჯამება.

ბევრს გონია, რომ კომპანიის აქციებში სარფიანი კაპიტალდაბანდება ეს ფინანსური საკითხების უბადლოდ ცოდნაა, სინამდვილეში კი ეს ესე არ არის.

იმისთვის, რომ საინვესტიციო უპირატესობა შეიქმნათ მონახეთ კომპანიები რომლებსაც გააჩნიათ „თხრილი“ თავდაცვისთვის და აგნენერირებენ ინვესტირებულ კაპიტალშე მსუყე ამონაგებს.

მგონია რომ იდეა რომელიც ამბობს რომ ყველას შეილება ქონდეს საფონდო ბირჟაზე წარმატება ეს სისულელეა. არავინ ელოდება რომ პოკერის თამაშში ყველა მონაწილე გამარჯვებული გამოვა.

ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია იცოდე ის თუ რა არ იცი. სად, რა სფეროში ხარ უცოდინარი. ეს მკვეთრად შემოფარგლავს იმ არეალს რაც იცი, არეალის ფართობს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საზღვარს, სად ხარ კომპეტენტური და რის მიღმა უნდა იყო მსმენელი.

ეს ადვილი სათქმელია მაგრამ შესასრულებლად საკამოდ რთული.

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძნეთ ჩმი წიგნი "მენტალური შაბლონები" სადაც უამვარი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან. 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

დღეისათვის სულ ეს იყო.

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი